1 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. თქვენს სულსა და გულში განსაკუთრებული ატმოსფერო დაიბუდებს, რაც ბედისგან მომზადებული ნებისმიერი სირთულის გადალახვაში დაგეხმარებათ. ეს დღე თქვენთვის ხორციელ ვნებებთან ბრძოლის დღედ ითვლება. ამ ღამით დასიზმრებული სიზმარი 1 კვირის შემდეგ ასრულებას გპირდებათ.

კურო. ამ დღს კუროებს სასიამოვნო სიურპრიზი ელით საყვარელი ადამიანისაგან, რაც მომავალზე დაფიქრებას გაიძულებთ. კარგი იქნებოდა შვებულებაზე და სადმე გამგზავრებაზე გეფიქრათ საყვარელ ადამიანთან ერთად. სასიყვარულო ურთიერთობა უფრო მყარი გახდება. წარმატებული პერიოდია კომერციული საქმიანობისთვის. შემოსვლები გაიზრდება და დასტაბილურდება.

ტყუპები. თუ ამ დღეს საქმიანი მივლინება გაქვთ დაგეგმილი, მისი გადადება მოგიწევთ. არ ღირს არანაირი კაპიტალდაბენდება ან საკუთარი ბიზნესის გაზრდის მცდელობა. შესაძლებელია დღეს მოულოდნელი უსიამოვნო ამბავი შეიტყოთ. თქვენ იგრძნობთ, რომ სასიცოცხლო ძალები და ენერგია არ გყოფნით წარმოშობილი პრობლემის გადასალახად. შეეცადეთ თვითკონტროლი არ დაკარგოთ და საკუთარი თავის რწმენა შეინარჩუნოთ.

კირჩხიბი. დღეს საკუთარ ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე ზრუნვით დაკავდით. ვარჯიშ და კოსმეტიკური სალონი დღის საუკეთესო დასაწყისი იქნება. შემდეგ განმარტოვდით და დაფიქრდით განვლილ დღეებზე. მიიღეთ გაკვეთილად დაშვებული შეცდომები. ასევე კარგია ამ დღეს დიეტის ან შიმშილობის დაწყება. საღამოც მარტომ გაატარეთ.

ლომი. ძალიან ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მოტყუება და შეცდომაში შეყვანა აქვთ განზრახული. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები და ნუ მიიღებთ ნაჩქარევ დასკვნებს. სასარგებლო იქნება კოსმეტიკურ სალონში ვიზიტი. მოსალოდნელია ქრონიკული დაავადების გამწვავება. საღამოს განმარტოვდით და სიმშვიდეში გაატარეთ.

ქალწული. სიმართლე იმაზე, რაც თქვენს სულში ხდება და რასაც საგულდაგულოდ მალავთ გაურკვეველი მიზეზების გამო, ყველაზე შეუფერებელ მომენტში გამჟღავნდება. საუკეთესო სტრატეგია ამ დღეს საყოფაცხოვრებო საქმეებისა და ოჯახისთვის თავის მიძღვნა იქნება.

სასწორი. ამ დღეს ნუ მოახდენთ რეაგირებას არაკეთილმოსურნეების მიერ თქვენზე გავრცელებულ ჭორებზე. ნუ დაკავდებით რისკის შემცველი საქმიანობით და ნუ ჩაერთვებით ავანტიურებში. შეეცადეთ არ იკამათოთ თანამშრომლებთან სამსახურში და შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

მორიელი. დღეს მოგეჩვენებათ, რომ ყველა თქვენს წინაღმდეგაა და ზურგს უკან “სამარეს გითხრიან”. შეეცადეთ თავი შეიკავოთ კონფლიქტებისა და სიტუაციის გამწვავებისგან. საღამოს განმარტოვდით. უარი თქვით რომანტიკულ შეხვედრასა და გასეირნებაზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი და მოწამვლა.

მშვილდოსანი. დღევანდელი დღე ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. არ გაწყენდათ სპორტით დაკავება და საცურაო აუზზე წასვლა. მიმართეთ თქვენი უნარები შესასულებელი საქმის მოგვარებაზე. მიმდინარე საქმეები არც ისე რთული იქნება.

თხის რქა. დააფასეთ ურთიერთობები. პარტნიორებთან და უფროსებთან ურთიერთობისას უკიდურესი თავშეკავებულობა გამოიჩინეთ. მოუსმინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს. სწორედ მათზე იქნება დამოკიდებული თქვენი კარიერა მომავალში.

მერწყული. კეთილი, ბედნიერი დღე გელით. დაკავდით თვითშეფასებითა და საკუთარი თავის სრულყოფით, დატკბით სასიამოვნო მოგონებებით. თქვენ შეძლებთ შეცდომების გამოსწორებას და შერიგებას მათთან, ვინც გაანაწყენეთ. დღეს წამოწყებული რომანტიკული ურთიერთობა მომავალში მყარი და ჰარმონიული იქნება.

თევზები. დღეს არასაიამოვნო საუბარი გელით ბიზნესპარტნიორებთან. ყველაფერი, რაზეც ამდენი ხანი შრომობდით, მათი მხრიდან არ დაფასდება. არ ღირს განაწყენება. არსებობენ ადამიანები, ვინც ასე არ ფიქრობს და თქვენს შრომას ღირსეულად აფასებენ.

კომენტარები