5 ხერხი, როგორ მოიგოთ მამაკაცის გული

მამაკაცის გულის მოგება არც ისე მარტივია, როგორც ბევრ ქალს ჰგონია. ძლიერი სქესი უფრო მეტად ძნელი მოსახიბლია ვიდრე ქალი. ამ სტატიაში გთავაზობთ 5 ხერხს, რომელიც მამაკაცის გულის მოგებაში დაგეხმარებათ.

1. გამოიცანით ის – ეცადეთ შეიგრძნოთ იგივე, რასაც მამაკაცი გრძნობს. ძლიერი გამომეტყველების, მკაცრი იმიჯის უკან შეიძლება სუსტი არსება იმალებოდეს. აუცილებლად ჩაწყვით მის გრძნობებს.

2. დატკბით მისი მოქმედებებით – მამაკაცს მოსწონს, როდესაც თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად ავლენს. ამიტომ შეუწყვეთ ხელი, დაანახეთ, რომ მის ყველა გატაცებას და მისწრაფებას პატივს სცემთ და მზად ხართ 100%-ით დაუდგეთ გვერდში.

3. უთხარით რას ნიშნავს იგი თქვენთვის – მამაკაცმა უნდა იცოდეს როგორ აფასებთ. მას ძალიან აღაგზნებს, როცა ეუბნებით რომ მისი კოცნა უბრალოდ შესანიშნავია. ან სექსში ნამდვილი მასტერია. უნდა ელაპარაკოთ მას საკუთარ გრძნობებზე, როცა მის გვერდით ხართ, და ის უფრო ახლოს იგრძნობს თავს. მან უნდა იცოდეს, რომ რაღაცას წარმოადგენს თქვენთვის, და მაშინ მას ემახსოვრება ერთად გატარებული ყოველი წამი.

4. რთულ მომენტებში გვერდში დაუდექით – აუცილებელია მამაკაცმა იგრძნოს, რომ რთულ მომენტებში მის გვერდით ხართ. როგორც წესი, კაცები ამას ძალიან აფასებენ. თუ ქალს მისი ესმის და შეუძლია ღირებული რჩევა მისცეს.

5. დაინტერესდით მისი გატაცებებით – თუ საყვარელ მამაკაცს ფეხბურთის გარეშე არ შეუძლია ცხოვრება, ნუ აუკრძალავთ ძმაკაცების სახლში მოყვანას. პირიქით, სასიამოვნოდ გაუმასპინძლდით მას და მის მეგობრებს. მამაკაცი ამას ნამდვილად დაგიფასებთ და ორმაგად მოგებული დარჩებით.

კომენტარები