9 იანვრის ასტროლოგური პროგნოზი

ვერძი. საუკეთესო დღეა ფასეული შენაძენის გასაკეთებლად ან სადღესასწაულო ღონისძიების გასამართად. სავარაუდოდ საინტერესო ადამიანების გაცნობა გელით, ვისთანაც საუბარი ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდება. თუ თქვენი ჩანაფიქრი ან გეგმები დამაჯერებელი და პერსპექტიული იქნება, ეს კარგ ფინანსურ შემოსავალსაც მოგიტანთ.
კურო. პირად ცხოვრებაში დღეს უფრო მეტად დააფასებთ მეორე ნახევრის ერთგულებასა და სტაბილურობას. გამუდმებით მასთან ყოფნის სურვილი შეგიპყრობთ. გააოცეთ საყვარელი ადამიანი რომანტიკული ვახშმით.
ტყუპები. ეს ერთ-ერთი ყველაზე საშიში და მძიმე დღეა. ორიენტირება უნდა მოახდინოთ მთავარზე და წვრილმანებზე არ იდარდოთ. დღეს მოგიწევთ გადაწყვიტოთ პრობლემები და გამოასწოროთ შეცდომები პროფესიულ საქმიანობაში. ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. არაა გამორიცხული უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სერიოზული უსიამოვნებები: ხანძარი ან ძარცვა.
კირჩხიბი. კირჩხიბებისთვის ყველაფერი მდორედ მიედინება პირად ცხოვრებაშიც და საქმეშიც. არანაირი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოვლენები არ შეინიშნება. მოსალოდნელია მხოლოდ წვრილმანი უთანხმოებები ახლობელ ადამიანთან.
ლომი. შესაძლოა წარმოიშვას კონფლიქტი ახლო ნათესავებთან. თუ გეჩვენებათ, რომ ძალას გატანენ და რაიმეს გაკეთებას თქვენი სურვილის წინაღმდეგ გაიძულებენ, დროა მშვიდად, მაგრამ მკაფიოდ დაიცვათ საკუთარი პოზიციები. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან.
ქალწული. შეეცადეთ მეტი იძინოთ კარგი განწყობისა და თვითრეალიზაციისათვის. ავტომობილის მფლობელები დღეს მისი რემონტით იქნებიან დაკავებული, ან უფრო ახალი და თანამედროვე მოდელის შეძენას მოისურვებენ.
სასწორი. მედიტაცია, მშვიდი მუსიკა და თბილი აბაზანა დაგეხმარებათ მოდუნებასა და სულიერი ჰარმონიის აღდგენაში. დღეს ერიდეთ დაძაბულობას და ნერვიულობას.
მორიელი. ნუ დახარჯავთ ძვირფას დროს ეჭვებსა და ლაპარაკში. თუ რამე ჩაიფიქრეთ, იმოქმედეთ. თავს ენერგიულად და მხნედ იგრძნობთ. უამრავი იდეა გაგიჩნდებათ. მაგრამ ნუ იჩქარებთ ყველაფრის ერთდროულად გაკეთებას, განსაზღვრეთ პრიორიტეტები.
მშვილდოსანი. ამ დღეს შეძლებთ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოთ საკუთარი კეთილდღეობა. ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია ახალი საქმის დასაწყებად და ძველი პროექტის განსახორციელებლად, რაც ახალი შემოსავლის წყაროს შესაძლებლობას მოგცემთ. თქვენი მიზანდასახულობის წყალობით ახალი პერსპექტიული ცვლილებები გელოდებათ. ყოველგვარი შიშის გარეშე შეგიძლიათ განახორციელოთ სხვადასხვაგვარი კომერცული გარიგებები, სარისკოც კი. პირად ცხოვრებაში კი არც ისე წარმატებული დღე გელით. უფრთხილდით სიცრუესა და ღალატს.
თხის რქა. შესაძლოა ისევ ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდეთ. ფულადი შემოსავალი, რომლის იმედიც გქონდათ, სამწუხაროდ შეფერხდება. ამიტომ საჭიროა დღეიდან მომავალზე იფიქროთ. ტყუილად ნუ გადაყრით ფულს. გააკეთეთ ეკონომია, თუ ამის საშუალება გაქვთ.
მერწყული. ორიენტირება მოახდინეთ რაღაც ერთზე და არჩეულ მიმართულებას დაახარჯეთ ძალისხმევის მაქსიმუმი. გეგმა, რომლის მხარდაჭერასაც სამსახურში გეგმავდით, თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გაუქმდება.
თევზები. დღეს არაჩვეულებრივი დღე გელით იმისათვის, რომ თქვენი კარიერა უფრო პერსპექტიული გახადოთ და ძალიან ბევრს მიაღწიოთ. უარი თქვით ჩვეულ დამღლელ საქმეზე და წაიფილოსოფოსეთ მეგობართან ფინჯან ყავაზე. სწორედ დღეს შეძლებთ გაიხსნათ. თუ არსად წასვლის სურვილი გააქვთ, მაშინ წიგნი წაიკითხეთ.
კომენტარები