ქალები, რომლებმაც წონაში 50 კილოზე მეტი დაიკლეს, გვიზიარებენ წონის კლების საიდუმლოს

რადგან ამ სტატიის კითხვა გადაწყვიტე, უეჭველად ჭარბი წონა გაწუხებს და სავარაუდოდ ბევრი დიეტა გაქვს ნაცადი, მაგრამ უშედეგოდ. თუმცა ნუ დაღონდები, მარტო არ ხარ. მსოფლიო მოსახლეობის 80% ჭარბი წონით იტანჯება და ყოველდღიურად მათი რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება. 21-ე საუკუნე ჭარბწონიანების საუკუნეა.
მრავალი კვლევა ტარდება მეცნიერების მიერ. ყველა ცდილობს ოპტიმალური გამოსავალი მონახოს და ბოლოს და ბოლოს აღმოაჩინოს წონის კლების საიდუმლო. თუმცა კვლევები კვლევებად რჩება, თეორიები თეორიებად და პრაქტიკა უცვლელია. ჭარბწონიანთა რიცხვი იზრდება.
ერთერთმა უცხოურმა გამოცემამ “Healthy Fit Ladies”-მ ჩაატარა კვლევა. მათ გამოიკითხეს ათასობით ქალი, ისინი ვინც წონაში დაიკლეს და დიეტით წარმატებას მიაღწიეს. კვლევების საფუძველზე რედაქციამ 10 კრიტერიუმი განსაზღვრა, რომელიც ზედმეტი კილოგრამების დაკლებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. შედეგი შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. შეამცირეთ თეფშის ზომა
    მიირთვით პატარა ზომის ჭურჭელიდან. აქ ფსიქოლოგიურ ფაქტორს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ხომ გაგიგიათ გამოთქმა “თვალიც ჭამსო”.
  2. გამოიყენეთ ბერძნული იოგურტი
    “მაიონეზი სრულად ჩავანაცვლე ბერძნული, დაბალცხიმიანი იოგურტით” – ამბობს კრისტალ სანდერსი, რომელიც 185 კილოგრამიდან 110-ზე ჩამოვიდა.
  3. მიიღეთ ყველა საჭირო ნივთიერება ჭამის დროს
    საკვები ისე გაანაწილეთ, რომ ყველა ნივთიერება თანაბრად მიაწოდოთ ორგანიზმს. პროტეინები, ცხიმები, ნახშირწყლები თანაბარი რაოდენობით უნდა მიიღოთ.
  4. გამოიხეხეთ კბილები ყოველი ჭამის შემდეგ
    ეს უცნაური წესი ტრისია მინიკის წონის კლების საფუძველი გახდა. მან 110 კილოგრამი დაიკლო და როგორც იქნა მიაღწია სასურველ ზომას.
  5. არ გამოიყენოთ გაყინული პროდუქტები
    ენი ალენმა ფლორიდიდან სრულად ამოიღო რაციონიდან გაყინული პროდუქტები და მხოლოდ ჯანსაღი საკვებით დაიწყო კვება. შედეგად მან 52 კილოგრამის დაკლება შეძლო.
კომენტარები