10 რომანტიული კომედია , რომელიც ყველას მოგაჯადოებთ

ვისაც რომანტიკა იზიდავს და თან არ უნდა , რომ ბევრი იტიროს, ჩამოთვლილი ფილმები სწორედ მათთვისაა. ამ სახის ფილმებს აქვთ ბევრი დადებითი თვისება, რომლის გამოც გადავწყვიტეთ, რომ 10 აგვერჩია და შემოგვეთავაზებინა თქვენთვის.

აი, 10 რომანტიკული ფილმი, რომელიც გაგართობთ

1.რა მოხდება თუ / What If

ოცი წლის უოლესმა და შანტრიმ გაიცნეს ერთმანეთი წვეულებაზე და მაშინვე, მათ შორის ნაპერწკალმა გაირბინა. ახალგაზრდები დაიწყებენ ურთიერთობას და აღმოჩნდება, რომ ისინი – სულით თანამოაზრეები არიან, რომლებსაც ბევრი საერთო აქვთ.

2. ორი ღამის ამბავი / Two Night Stand

საშინელი ქარიშხლის გამო გოგონას ბიჭის სახლში დარჩენა უწევს. ამ უბედური შემთხვევის წყალობით, მათ ერთმანეთის გაცნობის შანსი ეძლევათ.

3.სიყვარული წესების გარეშე / Something’s Gotta Give

ჰარი სანბორნი, მუსიკალური ინდუსტრიის უკვე ასაკოვანი ხელმძღვანელია, რომელსაც ახალგაზრდა ქალები იზიდავს და მისი ბოლო მსხვერპლი მარინია. ყველაფერი მაშინ რთულდება, როდესაც მარინის დედის, ერიკას სახლში ჰარის გულის შეტევა მოუვა. ის ერიკას და ექიმის გარემოცვაში რჩება და ნელნელა, სასიყვარულო სამკუთხედიც იკვეთება.

4.უხერხული მომენტი UN MOMENT D’éGAREMENT

ორი ძველი მეგობარი, ქალიშვილებთან ერთად ატარებენ არდადეგებს რივიერეს მზიან პლიაჟებზე

5.მეგის გეგმა / Maggie’s plan

მეგი გეგმავს ბავშვის გაჩენას, რაც საფრთხეს უქმნის, როცა დაქორწინებული კაცი ჯონი უყვარდება. არამყარი ქორწინების ნგრევა დიდებული და შეუძლებელია ჯორჯიტისთვის….

6.გამარჯობა, ჩემი სახელია დორისი / HELLO, MY NAME IS DORIS

60 წლამდე ქალბატონი, რომელმაც ნიუ იორკში იმუშავა და მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ის თვით დახმარების კურსებზე ეწერება.

7.მოიქეცი კაცურად MAN UP

34 წლის, მარტოხელა ქალი, ნენსი – გადაღლილი თავის მეგობრების მიერ მოწყობილი დაუსრულებელი პაემნებისგან, მშობლების ბედნიერი ქორწინების 40 წლის თავის აღსანიშნად მიდის და გზად 40 წლის კაცს, ჯეკს გადაეყრება. ამ უკანასკნელს კი ნენსი მისი 24 წლის ბრმა პაემანზე დაპატიჟებული გოგო ჰგონია. სწორედ აქედან იწყება თავგადასავალი, რომლის დავიწყებას ვერცერთი შეძლებს.

8.სანამ დავცილდებით / BEFORE WE GO

ქალი ცდილობს მიუსწროს ნიუ-იორკიდან ბოსტონში მიმავალ მატარებელს. ის აგვიანებს და გაიცნობს მამაკაცს, რომელთანაც პირველივე ღამეს გაატარებს. ამის შემდეგ ისინი ცდილობენ ერთმანეთი უკეთ გაიცნონ და რომანტიკულ ურთერთობას იწყებენ.

“იდეალური წყვილები არ არსებობენ.ყოველთვის დაიტანჯები.უბრალოდ უნდა აირჩიო,ვისთან ერთად გირჩევნია დაიტანჯო.”

9.ერთ წლის ვადას გაძლევთ / I GIVE IT A YEAR

ქორწინების პირველი წელი, როგორც ამბობენ ყველაზე რთულია. ახალი ნათესავები, ახალი ურთიერთობები ამ ყველაფერთან შეგუება არც თუ ისე მარტივია.

10. რატომ ის ? / Why him ?

ფილმი მოგვითხრობს ერთი შეხმატკბილებული ოჯახის ისტორიას, რომლებიც დაუპირისპირდებიან თავიანთი ქალიშვილის მდიდარ შეყვარებულს…

კომენტარები