ამერიკელმა სოციოლოგებმა შემთხვევითი წესით სხვადასხვა ასაკის (21-61) 735 მამაკაცი გამოიკითხეს. კითხვა იყო მარტივი: თქვენი აზრით, როგორია იდეალური ქალი?
- ქალი არ უნდა დგამდეს პირველ ნაბიჯს: როგორ აღმოჩნდა, მამაკაცები ნამდვილად არიან დომინანტები. მათი აზრით, ქალი ბოლომდე სუსტი არსება უნდა იყოს. ეს ფაქტი მათ უფრო აღაგზნებთ და უქმნით შთაბეჭდილებას, რომ ლიდერები არიან ყველგან და ყველა საკითხში.
- ქალი უნდა უვლიდეს თავს: ამ ერთი შეხედვით მარტივმა მოსაზრებამ გამოკითხულო კაცების უმეტესი ნაწილი მოიცვა.
- არ უნდა იცვლიდეს ხშირად პარტნიორს: ამგვარი პასუხი ამერიკელი მამაკაცებისგან, მეტწილად გასაკვირიც აღმოჩნდა. მათ თითქოსდა ზედმეტად თავისუფალი ქალებიც კი მოსწონთ.
- მამაკაცი აქციოს თავდაჯერებულად: ქალს უნდა შეეძლოს მართოს მამაკაცის ემოციები, განცდება და გონება. როგორც აღმოჩნდა, ძლიერი სქესი რეალურად სულაც არ არის ძლიერი და ხშირად მათაც სჭირდებათ ფსიქოლოგიური დახმარება.
- იყოს სექსუალური: ქალის სექსუალურობა მხოლოდ საძინებელი ოთახით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. ის ერთნაირად უნდა იყოს მიმზიდველი სამზარეულოში, ქუჩასა და საძინებელ ოთახში.
- იყოს ყურადღებიანი: როგორც წესი, მამაკაცები ცდილობენ ქალების განებივრებას. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ძლიერ სქესს არ სჭირდება სიურპრიზები.
- იყოს იდუმალი: ქალი ურთიერთობაში კითხვებს ყოველთვის უნდა ტოვებდეს, მამაკაცს მისდამი ინტერესი რომ არ დაეკარგოს. ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, ახალ პარტნიორს და სხვა სასიყვარულო ურთიერთობებს.
- შეეძლოს ნამდვილი სიყვარული: იდეალური ქალი დიდ სიყვარულს უნდა გასცემდეს და სანაცვლოდაც იღებდეს მას.
კომენტარები