რატომ იზიდავს ზოგიერთ ქალს ცოლიანი მამაკაცები

არსებობს ქალების კატეგორია, რომლებსაც დაკავებული მამაკაცები იზიდავთ. “რაშა საქმე?” – ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 პასუხს, რომელიც დაგეხმარებათ პასუხების პოვნაში.

1. ბუნებით მტაცებელია – საუბარია ისეთი ტიპის ქალებზე, რომელთაც ნადირობა უყვართ დაოჯახებულ მამაკაცებზე, ვიდრე საყიდლებზე სიარული. ასეთი ქალები რისკიანები არიან და არ უფრთხიან არავითარ გამოწვევას, მისგან დიდ სიამოვნებას იღებენ. იგი ძალიან აქტიურია, ხშირად ურეკავს და საოცრად გრძელ მესიჯებს წერს და მიზანს ხშირად აღწევს.

ამ შემთხვევაში, კაცმა მისგან თავი ძალიან შორს უნდა დაიკავოს. გაავლოს ბარიერები და მისი გადმოკვეთის საშუალება ქალს არ უნდა მისცეს. დისტანცია საუკეთესო გამოსავალია. ხომ არ გსურთ, მუხლებზე დაემხოთ შეცდომის შემდეგ და და ცოლს დაჩოქილმა პატიება სთხოვოთ?

როგორ უნდა მოიქცეს ცოლი? ვითომ სხვათაშორის შეახსენოს კაცს, რომ ღალატს არ აპატიებს. გამოიპრანჭოს და კაცის თავისუფალი დრო მაქსიმალურად მიითვისოს.

2. თავად გათხოვილია

გათხოვილ ქალებს თავისუფალი ურთიერთობა იზიდავთ. ის ქმრის რომანტიკულმა სისულელებმა დაღალა, მაგალითად: მიყვარხარ და ტრამვაისაც კი გიყიდი. ცოლიან კაცს იყენებს და წინააღმდეგი არ არის, თუ მასაც გამოიყენებენ. საყვარლისგან კარგ სექსს ელოდება.

3. თვითშეფასების ამაღლება სურს

ისეთი მამაკაცის ,,გამოჭერა,” რომელსაც ცოლი ჰყავს არც თუ ისე მარტივია. დაოჯახებული კაცი თავის ვალდებულებებს კარგად აცნობიერებს და რთულად გადადგამს ნაბისჯს, რომელიც ოჯახს დაუნგრევს. თუ ქალი მის შეცდენას მოახერხებს, თავის ძალებში დარწმუნდება და უფრო თავდაჯერებული გახდება.

4. ეგოისტია

ამ ქალს მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს, სხვაზე არასდროს ფიქრობს. კაცს სიცხე აქვს? დაე, ცოლმა მოუაროს, თავად თავს არ შეიწუხებს. კაცს შვილები სურს? ცოლმა გაიფუჭოს ფიგურა და ნერვები. ყურადღებიანი და მოსიყვარულე საყვარელი სურს, რომელიც მისგან არაფერს მოითხოვს.

5. მშიშარაა

ცოლიან მამაკაცებთან რომანს ხშირად ისეთი ქალები აბამენ, რომლებმაც წარსულში ფსიქოლოგიური ტრამვა გადაიტანეს. მათ სიგიჟემდე ეშინიათ ტკივილის და ღალატის. დაოჯახებულ კაცთან ურთიერთობისას ყველაფერი გარკვეულია: მომავალში ამ კაცთან არ იქნები, მას მეუღლე და შვილები ჰყავს. მეორე ვარიანტში ქალს თავისუფლების დაკარგვის ეშინია და ცდილობს, უმომავლო ურთიერთობებით გაერთოს.

კომენტარები