აირჩიეთ ნაძვის ხე და გაიგეთ როგორი წელი გელით


 
No. 1
წელი წარმატებული იქნება, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თქვენ ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია სწორად დასვათ პრიორიტეტები, აირჩიოთ მიზანი, რომელიც ყველაზე ძვირფასია თქვენთვის და არ დახარჯოთ დრო და ძალისხმევა სხვა რამეებზე. ბევრს მიაღწევთ თუ თავიდანვე სწორ მიმართულებას აირჩევთ.
No. 2
მომავალი წელი ბევრ რამეს გპირდებათ. მოგეჩვენებათ, რომ უცებ მთელი სამყარო გაიხსნა თქვენ წინაშე. ეს მართლაც ასეა. ბევრი გეგმა გექნებათ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ყველაფერი ერთობლივად არ ასრულდება, მაგრამ ზოგიერთი პროექტი მომავლის საყრდენი გახდება.
No. 3
ბედნიერი წელი გექნებათ. მაშინაც კი, თუ ბევრი სერიოზული საქმე გაქვთ, ახალ წელს ხელი არ შეგეშლებათ გქონდეთ კარგი განწყობა. წლის მანძილზე ბევრი მიზეზი გექნებათ სიხარულისა და მხიარულებისთვის. თქვენი სიცილი და გულწრფელი ღიმილი ბევრ კარგ ადამიანს მიიზიდავს, როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში.
No. 4
უჩვეულო, არაორდინალური წელი გექნებათ. ჯერჯერობით თქვენთვის ეს დაუჯერებელია. წელი იმდენად განსხვავებული იქნება ზოგადად თქვენი ცხოვრებისეული წესისგან, რომ გაოცებას ვერ შეწყვეტთ. გახსოვდეთ: უჩვეულო და ახალი არ ნიშნავს ცუდს! განსაკუთრებით თქვენთვის.
No. 5
ეს წელი თქვენთვის ძალიან მშვიდი იქნება. არანაირი უსიამოვნო სიურპრიზი.. ყველაფერი თანაბრად და ნელ-ნელა განხორციელდება, ისე, როგორც თავად გსურთ. 2020 ერთგვარი შესვენება იქნება, დრო, როცა ძალები უნდა მოიკრიბოთ უფრო სერიოზული ნაბიჯისთვის ცხოვრებაში.
No. 6
ეს წელი თქვენთვის რომანტიკული იქნება. შესაძლებელია ყველაზე რომანტიკულიც კი ცხოვრებაში. ყველაფერი სითბოთი და სინაზით განიმსჭვალება. საქმეს ადვილად შეასრულებთ და საოცარი განცდებით დასაჩუქრდებით, სიამოვნების მიღებით.
No. 7
ბრწყინვალე წელი გექნებათ. ბევრი რამ გსურთ, ყველაფერი, რაც კი გონებაში გაფიქრდებათ. ვიღაცეები ყურადღებით მოუსმენენ თქვენს სურვილებს და დროთა განმავლობაში შეასრულებენ მათ. მაგრამ, იყავით ფრთხილად, სურვილების ასრულებას ყოველთვის ბედნეირება არ ახლავს თან, მაგრამ რაც გულით გინდათ, ის ახდება.
No 8
ზღაპრული წელი გელით. იმ შემთხვევაშიც თუ ძალიან სკეპტიკური და ცინიკოსი ხართ. მომავალ წელს რაღაც ჯადოსნური და შესანიშნავი მოხდება. ამის მეცნიერულ ახსნას ნამდვილად ვერ იპოვნით. ზღაპარში მოხვდებით და დაინახავთ, რომ იქეცით გმირად, რომელმაც დრაკონი დაამარცხა.
No. 9
კარგი წელი გექნებათ. სამყარო ეშვებს და ბრჭყალებს დამალავს და დითირამბებს გიმღერებთ. შეგეცვლებათ მსოფლმხედველობა: იგრძნობთ ძალისხმევის შემატებას. გააცნობიერებთ, რომ სიკეთე ეს ერთდროულად დაცვაცაა და იარაღიც.

კომენტარები