გოგონებს საკმაოდ დახვეწილი გემოვნება აქვთ უმეტეს შემთხვევაში, ასე რომ კაცების არჩევა არ უჭირთ, მაგრამ მამაკაცების ეს 3 ტიპი ყველა ქალს იზიდავს და ცოტასთვის თუა ხელმისაწვდომი.
1 . ცუდი ბიჭი – მამაკაცი, რომელიც თავის თავზეა ორიენტირებული, არ აინტერესებს, თუ მასზე რას ფიქრობენ, თავდაჯერებულია, თავის საქმეს დაუკითხავად აკეთებს, საკუთარი სურვილები და საქმე პირველზე უყენია და არავიზე არ არის დამოკიდებული, ნებისმიერ ქალს იზიდავს, რამდენადაც არ უნდა უარყონ ეს მათ. ასეთი “ტიპები” ცუდი ბიჭის სახელით არიან ცნობილნი, რადგან ქალი მეორე ადგილზეა ყოველთვის ურთიერთობაში. მათთვის თავიანთი თავი არის პრიორიტეტი და ყოველთვის ჰგონიათ, რომ მათთან ურთიერთობა სუსტი სქესისთვის პრივილეგიაა. მათი მთავარი მომხიბვლელი თვისება არის თავდაჯერება.
2 . მიუწვდომელი მამაკაცი – ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი ვარიანტი აქვს, ყურადღების ცენტრშია და სოციალური სტატუსი იმდენად მაღალი აქვს, რომ ნებისმიერი ქალის ფანტაზიად იქცევა ხოლმე. ასეთი კაცები ყოველთვის ქალების კომპანიით სარგებლობენ, ხანდახან ორი ან სამი ქალბატონიც ახლავთ. სწორედ ეს არის, რაც ხიბლავს გარშემომყოფ ქალბატონებს. მათთან ურთიერთობა ნამდვილად პრივილეგიაა, რატომ? – მათ ხომ ამხელა აუდიტორია ყავთ ფეხქვეშ, წარმოიდგინეთ რა მოხდება არჩევანი თქვენზე რომ შეაჩეროს?
3 . კარგი ბიჭი – ეს არის მამაკაცის იდეალი, ტიპაჟი, რომელთანაც ყველა ქალს უნდა უნდოდეს ურთიერთობა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ბოლო ნაკლებად პოპულარულია. ისინი ჯანსაღი ურთიერთობისთვის არიან გაჩენილები, თქვენც ზუსტად ისევე გექცევიან, როგორც საკუთარ თავს – გითვალისწინებენ, კარგად გეპყრობიან, უყვარხართ და განებივრებენ. თუმცა ასეთი მამაკაცების გაჩენის სურვილი ქალებს 25 წლის შემდეგ უჩნდებათ (უკვე როდესაც 1-2 ცუდ ბიჭს შეხვდებიან და გული ეტკინებათ), მაგრამ თუ ისინი თავიდანვე ისწავლიან კაცების სწორად გადარჩევას, ბევრ თავისტკივილს აირიდებენ თავიდან.
კაცების 3 ტიპი, რომელზეც ყველა ქალი ოცნებობს
კომენტარები