23 იანვრის ასტროლოგური პროგნოზი

ვერძი. ვერძებისათვის ეს უკიდურესად არასასურველი დღეა. თქვენი გეგმები და ჩანაფიქრი ვერ განხორციელდება. ერიდეთ დაუფიქრებელ მოქმედებებს. ეს გარშემომყოფებთან ურთიერთობებს გაგირთულებთ. ოჯახშიც შეეცადეთ თავს არ გაგივიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სკანდალია არ აგცდებათ. ნუ მიიღებთ ალკოჰოლს.
კურო. დღეს შეეცადეთ ოჯახის წევრებს საკუთარი დროისა და ენერგიის მაქსიმუმი მოახმაროთ. ახლობელ ადამიანებს ძალიან ესაჭიროებათ თქვენი მზრუნველობა.
ტყუპები. მთელი დღის განმავლობაში თავს მხნედ და ენერგიულად იგრძნობთ. უნიკალური შრომისუნარიანობა მოგეცემათ, რის შედეგადაც ყველაფერში არნახული შედეგების მიღწევას შეძლებთ. ბევრი თქვენგანი მოახერხებს ვალდებულებები გარკვეული დროით დაივიწყოს და მოდუნდეს. არ ღირს სპირტიანი სასმელების მიღება, რადგან ეს მძიმე ალკოჰოლური დამოკიდებულებით გამუქრებათ.
კირჩხიბი. ამ დღეს ისე გჭირდებათ მოდუნება და დასვენება, როგორც არასდროს. თუ სამუშაო დღე გაქვთ, უბრლოდ გამოძებნეთ დრო სიზარმაცისთვის. წამოწექით დივანზე და წაიკითხეთ წიგნი, ან ტელევიზორს უყურეთ. კარგი იქნება თუ საღამოს სახლიდან არ გახვალთ.
ლომი. ვერც კი შეამჩნევთ როგორ მიილევა სამუშაო დღე. საღამოს კარგად დაისვენეთ. სასურველია სახლიდან შორს გახვიდეთ.
ქალწული. ამ დღეს შეძლებთ საკუთარი კეთილდღეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას. ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი დღეა ახალი სამუშაოს დასაწყებად, ძველი პროექტის განსახორციელებლად, რაც ახალი შემოსავლის წყაროს მოგცემთ. საკუთარი მიზანდასახულობის წყალობით, ახალი პერსპექტიული ცვლილებები გელით.
სასწორი. სტაბილური ემოციური ფონი ხელს შეუწყობს კარგ განწყობასა და შრომისუნარიანობის გაუმჯობესებას. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთგაგების მისაღწევად ყურადღებიანი, მომთმენნი და დიპლომატიური უნდა იყოთ. დაკვირვებით აირჩიეთ საკვები პროდუქტები. მოსალოდნელია მოწამვლა.
მორიელი. აქტუალური პრობლემები, რომლის გადაწყვეტაც ნებით თუ უნებლიედ გიწევთ, უინტერესო, არასაჭირო და უმნიშვნელო გეჩვენებათ. დღის განმავლობაში დაუოკებელი სურვილი გექნებათ გაექცეთ დამღლელ უინტერესო საქმეებს. ცხოვრებაში არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საკითხები. გადახედეთ მათ.
მშვილდოსანი. დღევანდელი დღის დევიზი იქნება: „გულწრფელობა! გულწრფელობა! და კიდევ ერთხელ – გულწრფელობა!” ტყუილი კარგს არაფერს მოგიტანთ და აუცილებლად გამჟღავნდება. უსიამოვნებებში რომ არ გაეხვეთ, ისაუბრეთ სიყვარულზე – ამ სფეროში წარმატება გარანტირებული გაქვთ. შესაძლოა დაქორწინება შემოგთავაზონ.
თხის რქა. წარმატება ამ დღეს სრულად გაქვთ გარანტირებული. მოსალოდნელია ახალი რომანი ან ძველი სიყვარულის დაბრუნება. ნუ მოექცევით სიცრუის, ცილისწამების ან პროვოკაციების გავლენის ქვეშ.
მერწყული. კარგი დღეა სახლში წესრიგის დასამყარებლად. ასევე ხელსაყრელი დღეა პირად ცხოვრებაზე დასაფიქრებლად. საკუთარი ემოციები თქვენთვისვე შეინახეთ.
თევზები. მთელი დღის განმავლობაში არაჩვეულებრივი განწყობა გექნებათ. სამსახურში ყველაფერი კარგად იქნება. საქმეები მარტივად მოგვარდება. თქვენს სულში სიმშვიდე და წონასწორობა დაისადგურებს.

კომენტარები