რას გადაჰყავს მამაკაცები ჭკუიდან

ყველა მამაკაცი ინდივიდუალურია და ყველას სხვადასხვა გემოვნება აქვს. არ არსებობს ერთი კონკრეტული პრინციპი რის შედეგადაც კაცს ჭკუიდან გადაიყვანთ. მაგრამ ყველა მამრობით სქესს ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე საერთო აქვთ.

თავდაჯერებულობა

ბევრს არ ესმის რას ნიშნავს იყო სექსუალური. თავდაჯერებულობა და განსხვაბული ხასიათის ადამიანთან კარგი ურთიერთობა – აი რა მატებს ქალს მაცდურობას.

ქარიზმა

მამაკაცების ყურადღებას არა იდეალური გარეგნობა, არამედ შარმი, ჭკუა და ქარიზმა იზიდავთ. შინაგანი ძალა, გამჭრიახი გონება და კარგი იუმორის გრძნობა – სექსუალურობის მთავარი პრინციპი.

განტვირთვა

როცა შეღებვა გეზარებათ, უბრალოდ წითელი ტუჩსაცხი წაისვით და გაიკეთეთ მზის სათვალეები – კარგი სათვალე საოცარ მიმზიდველობას განიჭებთ. თუ მაღაზიაში გასვლისას კაბის შერჩევა გიჭირთ და ჩაცმა გეზარებათ, უბრალოდ მოიცვით პალტო და წადით შიშველი.

იდუმალება

არის საკითხები, რომლებიც თქვენმა პარტნიორმა არც უნდა გაიგოს. მაგალითად, როცა პაემანზე წასვლამდე მკერდზე თმას იშორებთ.

ლამაზი საცვლები

ქალებს აუცილებლად ჭირდებათ ცოტაოდენი დრო, რომელსაც მხოლოდ საცვლების შერჩევას დაუთმობენ. წარმოიდგინეთ – დაკავებული ხართ ოფისში მუშაობით ან სახლის საქმეებით, მაგრამ ამასთან ერთი საიდუმლოც გაქვთ – ეს თქვენი მოხდენილი საცვლებია. ლამაზი საცვალი – არა საყვარელი მამაკაცისთვის უნდა ატაროთ, არამედ საკუთარი თავისთვის.

კომენტარები