7 ხრიკი, თუ როგორ მოვაწონოთ თავი ნებისმიერ ქართველ ბიჭს

მოკლედ რომ ვთქვათ: მოუსმინეთ მას და შეეცადეთ ხშირად დაეთანხმოთ, ნუ მოერიდებით ქუჩაში ზომიერ ურთიერთობას, გამოხატეთ სითბო და იყავით ყურადღებიანი. ასევე მიეცით რჩევები და მიიღეთ ისინი მისგანაც და ბოლოს არ დაგავიწყდეთ, რომ მშობლებსაც გააცნოთ.

1. მოუსმინეთ

ქართველი კაცი ოჯახში მთავარია და ეს გოგომ ურთიერთობის დასაწყისშივე უნდა გააცნობიეროს. ამაში ზოგი ცუდს ხედავს და ფიქრობს რომ “კაცის მონა არ უნდა იყოს”. ნამდვილმა ქალმა კი იცის, რომ არაფერი არ ჯობია ჯენტლმენს – კაცს, რომელიც სულ მზად არის დაგიცვას და პრობლემები შენს მაგივრად მოაგვაროს.
 

2. დაეთანხმეთ

როგორ შეიძლება ყველაფერში დაეთანხმო ? არ შეიძლება, მაგრამ უფრო ცუდი იქნება თუ კატეგორიული იქნებით და სანამ ბიჭი გაგიცნობთ და გაგიგებთ, იქამდე დააფრთხობთ მას. როდესაც მას არ ეთანხმებით, შეეცადეთ რბილი პასუხები მოძებნოთ. ხოლო თუ თემა თქვენთვის დიდად მნიშვნელოვანი არ არის, უბრალოდ დაეთანხმეთ. მიეცით საშუალება იგრძნოს, რომ მის აზრს აფასებთ და ენდობით.
 

3. ქუჩაში ურთიერთობა

“აქ ხელი არ ჩამკიდო ვინმე დაგვინახავს” – არასწორია. ნუ დაანახებთ იმას, რომ მის დამალვას ცდილობთ გარშემომყოფებისგან. ასეთი დამოკიდებულება ბიჭს აგრძნობინებს, რომ მასზე სერიოზულად არ ფიქრობთ და ხშირად თვითონაც ეცვლება აზრი თქვენზე. უმჯობესია ნორმის ფარგლებში მოაქციოთ ურთიერთობა და ნებისმიერ ადგილას ამ დოზით იყოთ ახლოს ერთმანეთთან. თუ ქუჩაში ყველაფერს აუკრძალავთ და მარტონი რომ დარჩებით ზედმეტის უფლებას მისცემთ ეს კარგს არაფერს მოგიტანთ.
 

4. გამოხატეთ სითბო

საქართველოში განსაკუთრებით არის სტერეოტიპი – “გოგომ თავი უნდა დაიფასოს”. გოგოების უმეტესობა ამას არასწორად აღიქვამს და აი რატომ: თავის დაფასება ნიშნავს იმას, რომ არ მისცეთ ზედმეტის უფლება. ზედმეტში არ იგულისხმება გრძნობების და ემოციების გამოხატვა. ნუ დამალავთ ღიმილს და ემოციებს. იყავით გახსნილი და გამოიჩინეთ ყურადღება. ამით ურთიერთობას მხოლოდ გააძლიერებთ.
 

5. იყავით ყურადღებიანი

პირველი ნაბიჯი ბიჭმა უნდა გადადგას – არა არა და არა. ნაბიჯი უნდა გადადგას როგორც ბიჭმა, ასევე გოგომაც. ნუ დაელოდებით იმას რომ პრობლემა მისთვის მოგვარდება.  დაგაკლდათ? – მიწერეთ. მოგენატრათ? – უთხარით ამის შესახებ. გამოიჩინეთ ყურადღება და დაანახეთ რომ თქვენს ცხოვრებაში არის მისთვის ადგილი. არ გცალიათ ? – არ უთხრათ რომ არ გცალიათ, უთხარით რომ დაგელოდოთ და როგორც კი შეძლებთ მაშინვე გამონახავთ მისთვის დროს.
 

6. ურჩიეთ და მიიღეთ რჩევები

იდეალური არავინ არის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ იდეალურები ვინმესთვის – თუ ამას მოვინდომებთ რათქმაუნდა. იქნება დეტალები, რომლებიც არ მოგეწონებათ, მაგრამ ნუ გამოხატავთ ამას აგრესიით. არ გაქცევთ საკმარის ყურადღება ? – უთხარით, რომ ძალიან გენატრებათ და ბედნიერი იქნებოდით, რომ მეტ დროს ატარებდეთ ერთად. ეს უფრო მეტად იმოქმედებს, ვიდრე იმაზე წუწუნი, რომ თქვენთვის არასდროს არ ცალია.
 

7. გააცანით მშობლებს

ამას ძალიან ბევრი პლიუსი აქვს და აი რატომ: ის ფაქტი, რომ გინდათ თქვენ მშობლებს გააცნოთ მიუთითებს იმაზე, რომ ურთიერთობას სერიოზულად უყურებთ. ეს ნაბიჯი ბევრს ნიშნავს ბიჭისთვის და გამოხატავს თქვენს ნდობას მისდამი. კიდეც ერთი ძალიან დიდი პლიუსი არის ის, რომ თუ ბიჭი სერიოზულად არ გიყურებთ და თქვენი გამოყენება უნდა, დიდი ალბათობით მშობლების გაცნობაზე არ დაგთახმდებათ. ასევე გვახსოვდეს ისიც, რომ ამ ნაბიჯს თავისი დრო აქვს და სანამ მშობლებთან მიხვალთ ერთად, ჯერ თქვენ გაიცანით ის და დარწმუნდით საკუთარ გრძნობებში.
 
გიყვარდეთ საკუთარი თავი და სხვაც შეგიყვარებთ. გისურვებთ ნამდვილი სიყვარულის პოვნას და ბედნიერებას <3

კომენტარები