წყვილებისთვის ოჯახური უღელი ხშირად გაუთავებელ კონფლიქტებად იქცევა ხოლმე, რასაც თან სდევს ღალატი. რა არის ის მიზეზები, რაც უბიძგებს ძლიერ სქესს სხვაში გაცვალოს საყვარელი ქალი? გთავაზობთ 5 მიზეზს.
იმიტომ, რომ – “იმიტომ”
ძლიერი სქესი ყველა საკითხში დომინანტი უნდა იყოს. ფიქრობენ, რომ აქვთ ყველაფრის უფლება, მთავარი კი სურვილია.
იციან, რომ მაინც შემოირიგებენ
რეალურად, მამაკაცების მთავარი პრობლემა საკუთარი თავის ზედმეტი რწმენაა. მათ იციან, რომ ნებისმიერ დროს შეძლებენ საყვარელი ქალის შემობრუნებას თუ რომანტიკულ სიტუაციას შექმნიან და საჩუქრებით გაანებივრებენ. მათ სურთ ყველაფერი, მათ შორის “გვერდზე” გახედვაც და ფიქრობენ, რომ არსებული მიზეზი მყარია.
ვერ ხვდებიან რა აკლიათ
სრულებით შესაძლებელია, მამაკაცი იყოს ბედნიერი, მაგრამ ცდილობდეს სხვა ქალებთან ურთიერთობის აწყობას. ეს არ ნიშნავს, რომ მას რაიმე აკლია. ეს უბრალოდ მტკიცებულებაა იმის, რომ ბავშვური ასაკიდან ვერ გამოვიდა და ცხოვრების მეგზურების ძიება მისთვის ისევ ბუნებრივ მდგომარეობას წარმოადგენს.
იღლებიან ოჯახური ცხოვრებით
მამაკაცების დიდ ნაწილს ოფიციალური ურთიერთობების ეშინია და ეს ახალი ამბავი სულაც არ არის. უნდა ითქვას, რომ მათი რეალური სახე სწორედ მეორე ნახევრის წინ იკვეთება. სიახლეები, პრობლემები და ერთფეროვნება აჩენს სურვილს გამოჩნდეს სხვა.
ყოველთვის არსებობს მისნაირი საპირისპირო სქესი
დასახელებულ არგუმენტებს შორის ბოლო მიზეზი ყველაზე საინტერესოა. როგორც კაცის ცხოვრებაში იცვლება კონკრეტული საკითხები ყოველდღიურად, ასევე ქალების ცხოვრებაში ჩნდება სურვილი შეიცვალოს რაღაც. ასეთ დროს კი ახალი პარტნიორის პოვნა არც ისე რთულია.