სიყვარულის 5 ფაზა

ფსიქოლოგების განმარტებით, სიყვარულს 5 ფაზა აქვს, თუმცა ადამიანები ხშირად მე-3 ფაზაში „იჭედებიან“.

დიდი შანსია, ასეთი რამ თავადაც გადაგხდენია: იდეალური ურთიერთობა გქონდა, რომელიც მოულოდნელად დასრულდა და ახსნა არ გაქვს, უბრალოდ ფიქრობ, რომ „ის შენთვის არ იყო“. ცნობილმა ფსიქოლოგმა ჯედ დაიმონდმა 40-წლიანი კლინიკური კვლევების შედეგად დაასკვნა, რომ ყველა ადამიანი ხვდება ცხოვრებაში ერთხელ თავის მეგზურს, თუმცა პრობლემა ისაა, რომ სიყვარულის 5-ივე ფაზის გადალახვას ვერ ახერხებენ.

ფაზა #1: შეყვარება

ამ ფაზაში თითქოს ჰორმონების ბედნიერი ღრუბელი გფარავს: შენს პარტნიორზე უდიდეს იმედებს ამყარებ და იდეალურ პიროვნებად მიიჩნევ. მასში ვერავითარ ნაკლს ვერ ხედავ და გჯერა, რომ შენი ნებისმიერი სურვილის შესრულებას შეძლებს. მის ნათქვამში ეჭვი არასოდეს გეპარება, თქვენი სიყვარულის კი იმდენად გჯერა, რომ ეჭვს ვერავინ შეგატანინებს — მის შესახებ არაფრის გაგონება არ გინდა.

ფაზა #2: დაწყვილება

ფოტო: shutterstock.com

ამ ფაზაში სიყვარული ძლიერდება, ერთმანეთს უფრო ხშირად ხვდებით და საბოლოოდ, ერთად გადადიხართ საცხოვრებლად. ამ პერიოდში ერთმანეთს უკეთ გაიცნობთ და ერთმანეთის ცხოვრებაში დიდი ცვლილებები შეგაქვთ. ეს ერთიანობის და სიხარულის ფაზაა — რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ, შეიძლება ბავშვებიც შემოგემატნონ, რაც თქვენს კავშირს კიდევ უფრო გაამტკიცებს. თავს დაცულად და სასურველად გრძნობ. გჯერა, რომ სწორედ ის ადამიანი იპოვე, ვისაც მთელი ცხოვრება ელოდი და ეს მართლაც ბედისწერაა.

ფაზა #3: იმედგაცრუება

ამ ეტაპზე ურთიერთობაში იმედგაცრუება იჩენს თავს. სწორედ ამ დროს იწყებ ფიქრს, რომ ერთ დღესაც შეიძლება შენი გრძნობები აორთქლდეს. პარტნიორის ქცევა უფრო და უფრო ხშირად გაღიზიანებს და გიჩნდება სურვილი, მისგან გარკვეული დროით ტაიმ-აუტი აიღო. ხანდახან იმაზეც კი ფიქრობ, რომ სულაც არ არის „ის, ვისაც მთელი ცხოვრება ელოდი“. შემდეგ კი თავში ათასნაირი აზრი გიტრიალებს: „აზრი აქვს ორმხრივ ტანჯვას, თუ გრძნობები აღარ არსებობს?“

ფაზა #4: ნამდვილი, ხანგრძლივი სიყვარული

ფოტო: shutterstock.com

თუ თვალებს დახუჭავ და იმის შესახებ დაფიქრდები, მერყეობის მიუხედავად ურთიერთობას ხომ არ გააგრძელებდი, შეიძლება ავადსახსენებელი მე-3 ფაზის წარამტებით გადალახვა შეძლო. ამ დროს ილუზიებისგან გათავისუფლებას შეძლებ, რომლებსაც პარტნიორის შესახებ ურთიერთობის დასაწყისში ამყარებდი: შენ წინაშე რეალური ადამიანია და არა შენს ფიქრებში წარმოდგენილი იდეალური პიროვნება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მისი ნაკლი შენთვის მისაღები ხდება. ამ ეტაპზე დროა, ერთმანეთს ყველაფერი აპატიოთ და შემდეგ ფაზაზე გადახვიდეთ.

ფაზა #5: ერთიანობის ძალა — სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად

როდესაც გააცნობიერებ, რომ უთანხმოებების გადალახვა შეძელით და ღრმა, ძლიერი, მტკიცე ურთიერთობა დაამყარეთ, იგრძნობ, რომ ერთად დიდი ცვლილების მიღწევა შეგიძლიათ. თქვენი თანაცხოვრებაც პარტნიორულ სახეს იღებს — ერთად მუშაობთ, მომავალს ერთად ქმნით.

საბოლოოდ კი, როდესაც ხუთივე ფაზას წარმატებით გადალახავთ და ერთობლივად მოქმედებას შეძლებთ, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეგიძლია თქვა, რომ „სწორედ ის იპოვე, ვისაც მთელი ცხოვრება ეძებდი“.

კომენტარები