5 რჩევა წყვილებს, რომლებიც ხშირად ჩხუბობენ.

როცა ადმიანი აცნობიერებს, რომ ამ სამყაროში მარტო ყოფნა არ სურს, ის უკვე მეწყვილეს ეძებს. რაღაც პერიოდის შემდეგ ხვდება გულისწორს , თუმცა ყველაფერი ისე  არ არის, როგორც ფიქრობდა. მიზეზი კი ერთია … ისინი ჩხუბობენ . მინდა რამდენიმე რჩევა გაგიზიაროთ , იმაზე თუ როგორ დავაღწიოთ უაზრო ჩხუბსა თუ კამათს.

1. ენდეთ ერთმანეთს

ურთიერთობაში ყველაზე ცუდი ის არის, როცა ნდობაზე გვიწევს საუბარი, თუმცა რა უნდა მოვუხერხოთ არასასურველ ეჭვებს, რომლებიც მოდიან და იპრყობენ გონებას ? . ხშირად, როდესაც ადამიანი გაღიზიანებულია სწორედ მაშინ იწყებს ეჭვიანობას და სწორედ მაშინ ფიქრობს , რომ ღალატობენ . ამიტომაც სჯობს დაწყნარდეთ და რაიმე პოზიტიურზე იფიქროთ. სასურველია ის მცირედი ნდობის გაზრდა მოვახდინოთ, რომელიც ჩვენშია და ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება – თავს მოერევით . თქვენ ხო ისედაც ენდობით ? – სიყვარული ნდობის გარეშე არ არსებობს.

 

2. მიეცით ერთმანეთს თავისუფლება

გიყვართ , ნიშნავს გინდათ , რომ ის თქვენი იყოს სრულად. მის მითვისებაზე და მისაკუთრებაზე ფიქრობთ. ფსიქოლოგიური შემთხვევაა, როცა ეგოს სურვილი მატულობს და რაციონალურ ხედვებს აქრობს. თავისუფლების არსებობა ნებისმიერ ურთიერთობას გააჯანსაღებს. თუ კი ადამიანს ენდობით (რაც ნიშნავს გიყვარს) , მაშინ უნდა მისცეთ ნება დარჩეს საკუთარ თავთან მარტო, რათა მოახდინოს რეალურ ცხოვრებაზე რეალიზება და ორიენტირება. ხშირად ღიზიანდება ეგო, რომელიც განიცდის შებოჭილობას და ჩაკეტილობას.

 

3. გახდით მოტივატორი

ხშირად ადამიანის ცუდად ყოფნის მიზეზი მოტივაციის ნაკლებობა ან არ ქონაა. თუ კი ადამიანი გიყვართ (ესეიგი ასე თუ ისე იცნობთ)  , საჭიროა მიხვდეთ თუ რა სჭირდება მას. ხშირად ამართლებს, როცა მოტივატორ სიტყვებს ვეუბნებით. განა ასეთი რთულია ამის თქმა ? – რომ ისინი მიაღწევენ წარმატებას, რომ შეუძლიათ გარკვეულ საქმის ბოლომდე მიყვანა და ა.შ. . თუ იცით თუ რაზე ფიქრობს, თქვენ მარტივად მისცემთ მას კონკრეტულ მოტივაციას , რაც დაგეხმარებით მშვიდი ურთიერთობის შენარჩუნებაში .

 

4. იყავით გულწრფელები

ხშირად მხოლოდ იმიტომ კამათობენ წყვილები, რადგანაც აკლიათ გულწრფელი სიტყვები. თუ კი რაიმე გაუგებრობაა, თქვენ უნდა უთხრათ რეალურად რაც მოხდა, რადგანაც სიმართლე შეიძლება უკვე იცოდეს (ხშირად ასეა) თავის მართლების და თავის გამოძრომის ხერხებმა შეიძლება გაამართლონ ერთხელ ან ორჯერ, მარა ხშირად ვერ გაამართლებს, რაც ურთიერთობის ცუდი მიმართულებით წაყვანას განაპირობებს. ამიტომ საჭიროა ის ვთქვათ, რაც რეალურად მოხდა და არა გამოგონილი ზღაპრები.

 

 

5. მოიშორეთ ილუზიები

ხანდახან , როცა ადამიანი გაბრაზებულია, ის წუხს იმაზე, რომ ისეთთან არ არის, ვისსაც იმსახურებს. იდიალურ ილუზიებს იქმნიან და შემდგომ ებმევიან თავიანთ მახეში. მოთხოვნები პირობითია და იცველება ხოლმე. ფიქრობ, რომ ასეთი გინდოდა, რეალურად კი ეგეთიც რო გყოლოდა, მაინც უპოვიდი წუნს. სჯობს იყოთ რაციონალურები და იაზროვნოთ ჯანსაღად. თუ გიყვართ მიიიღეთ ისეთი, როგორიც ის არის.

კომენტარები