შეყვარებული ქალის 10 სიმპტომი

თქვენს გვერდით თუ სიმპატიური მამაკაცია და თავს ამ სიმპტომებს ამჩნევთ, გილოცავთ, თქვენ ნამდვილად შეყვარებული ხართ.
როდესაც ქალი შეყვარებული ჭკუა არ მოეკითხება, გონება ებინდება და ყველაფერს ცისარტყელას ფერებში ხედავს. შეყვარებული ქალი სიყვარულის გამო ათასგვას სისულელეს სჩადის და ამ ყველაფერს სიყვარულის გამო აკეთებს.

  1. თქვენს სახეზე მუდამ ღიმილი ჩნდება, სამყაროს პოზიტიურად უყურებთ და გარშემომყოფებს კომპლიმენტებს ეუბნებით, შესაძლოა სიმართლე არ იყოს, მაგრამ ყველაფერი თქვენს გარშემო გსურთ, რომ ბედნიერი და ლამაზი იყოს.
    ასევე გაურკვეველია, როგორ ან საიდან ჩნდება დაბნეულობისა და მნიშვნელოვანი ფაქტების დავიწყება-გამორჩენა.
  2. მუდამ იცმევთ ლამაზად, დღე-ღამის ყოველ მონაკვეთში, თუნდაც უახლოეს საცხობში მიდიოდეთ პურის საყიდლათ. ასე გგონიათ რომ ის შეიძლება უეცრად ნებისმიერ ადგილას შეგხვდეთ, თუნდაც სახლის კუთხეში.
  3. სულ მასზე ფიქრობთ და გსურთ რაღაც შეცვალოთ თქვენს გარეგნობაში, თუნდაც უმნიშვნელო: ვარცნილობა, ჩაცმის სტილი, წონა.
  4. მასზე ფიქრით გაბრუებულს მუდამ გინდათ იცოდეთ რას აკეთებს. გინდათ ურეკოთ და უმესიჯოთ.
  5. ხდებით ეჭვიანი, ისე რომ ამას თქვენთვითონაც ვერ ამჩნევთ. ყველაფეზ და ყველაფერზე ეჭვიანობთ , თუნდაც თქვენმა “რჩეულმა” მაღაზიაში კონსულტანტს გაუღიმოს.
  6. საყვარელ საქმიანობათ გექცევათ სერიალების ყურება, სადაც ყველაფერი ჰეფიენდით მთავრდება.
  7. უფრო და უფრო ინტერესდებით ჰოროსკოპით და მკითხაობით, თუ ყველა წინასწარმეტყველება ნეგატიურია ესეიგი ტყუილია. რადგან თქვენ მხოლოდ კეთილი მომავლის გჯერათ.
  8. უეცრად გიჩნდებათ საერთ ინტერესები, მოულოდნელად შესაძლოა გახდეთ ფეხბურთის ან კალათბურთის ქომაგი, დაინტერესდეთ მანქანებით , ფანტასტიკით, თევზაობით ან ა.შ.
  9. მის გარეშე დროის გატარება არღარ გსურთ.
  10. შესაძლოა რამდენჯერმე შეგეცვალოთ განწყობა დღის განმავლობაში, გულიანი სიცილიდან ტირილამდე ან პირიქით.
კომენტარები