რაზე არ უნდა ისაუბროთ მამაკაცთან?

არსებობს საკითხები, რომლებზე ლაპარაკიც არცერთ შემთხვევაში არ ღირს არც მეუღლესთან და არც შეყვარებულ მამაკაცთან. გთავაზობთ 5 თემას, რომლის განხილვაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიწყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნებები არ აგცდებათ.
 1. არ უთხრათ რას ფიქრობთ მის მშობლებზე
როგორი მონსტრიც არ უნდა იყოს დედამთილი, არ გაბედოთ და არ უთხრათ თქვენს მეუღლეს. იგი დედას ვერ შეიცვლის. თქვენ კი სერიოზული ზიანი მოგადგებათ. როგორც წესი, კაცები თავადაც მშვენივრად ამჩნევენ დედის და ცოლის დამოკიდებულებას და აქვთ რეაქციებიც.
 2. რომელ ცნობილ ადამიანზე ოცნებობთ
ყველა ჩვენგანს ყავს ბავშვობის კუმირი, რომელზეც ოცნებობენ. თუმცა არამგონია არსებობდეს მამაკაცი, რომელსაც მოეწონება იმის მოსმენა, თუ როგორ ფიქრობთ ბრედ პიტის კოცნაზე.
 3. რა გააკეთეთ პაემნისთვის მოსამზადებლად
მერწმუნეთ, ის ისედაც მშვენივრად ამჩნევს, რომ ახალი ვარცხნილობა გაქვთ, მანიკური გაქვთ გაკეთებული და უბრალოდ, შესანიშნავად გამოიყურებით. ამიტომ ნუ მოახვევთ თავს წვრილმანებს. მამაკაცს სულაც არ აინტერესებს რამდენი დახარჯეთ სალონში.
 4. კანის პრობლემები
ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს პრობლემები, სუპერმოდელებსაც კი, მაგრამ არ ღირს ამაზე აპელირება და ტრაგედიის შექმნა. მუწუკი კანზე ვის არ გამოსვლია. ამიტომ გირჩევთ არც შეიმჩნიოთ და არ ილაპარაკოთ საყვარელ მამაკაცთან როგორ და სად გამოგივიდათ მუწუკი. მან შესაძლოა ვერც შეამჩნიოს.
 5. წონის პრობლემები
გირჩევთ არ დაუსვათ საყვარელ მამაკაცს ისეთი შეკითხვები, როგორიც არის “- ეს კაბა ხომ არ მასუქებს?” დაფიქრდით აბა, რა უნდა გიპასუხოთ. თუ გეტყვით რომ გასუქებთ, გეწყინებათ. თუ გეტყვით რომ არ გასუქებთ, გამოდის რომ ისედაც მსუქანი ხართ. მოკლედ დიდ გაუგებრობაში ჩააგდებთ. ამიტომ, გამოეწყვეთ ისე როგორც მოგწონთ, იყავით ღიმილიანი, ბედნიერი და საყვარელი მამაკაცი უფრო მეტად შეგიყვარებთ. მერწმუნეთ, თუ კაცს უყვარს, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ზედმეთ 2 კილოგრამს, კაბის ფერს და სახეზე დროებით მუწუკსაც კი :)) .

კომენტარები