არსებობს თანდაყოლილი გარეგნული სილამაზე და არსებობს შარმი. ამბობენ, რომ მამაკაცებს შარმიანი ქალები მეტად მოსწონთ, რადგან მათში იდეალურ ქალს ხედავენ. რა არის ის თვისებები, რაც მეტად უსვამს ხაზს სუსტი სქესის მომხიბვლელობას?
- სახის ბუნებრივი მიმიკები: მამაკაცებს მოსწონთ ქალის ბუნებრივი მიმიკები, მათზე დაკვირვება და ყურადღების გამახვილება.
- ნაზი კანი: მოვლილი ქალის ეფექტურობაზე საუბარს არ დავიწყებთ. მამაკაცებისთვის მთავარია შეხება იყოს ჰარმონიული, დაუვიწყარი.
- აქცენტი ნივთებზე: მაგალითისთვის, მამაკაცების აზრით, ქალი ყველაზე მეტად მაშინაა მიმზიდველი, როდესაც ის მამაკაცის პერანგით არის შემოსილი.
- თავდაჯერებულობა: როგორც ჩანს, არ არის სიმართლე, რომ მამაკაცებს ქარაფშუტა ქალები მეტად იზიდავთ. ძლიერი, ჩამოყალიბებული და საინტერესო ქალი მამაკაცისთვის მეტად სექსუალურია.
- ნახევრად სიშიშვლე: კითხვის ნიშანი, რომელიც ასეთ დროს ჩნდება ზედმეტ ინტერესს იწვევს და ტოვებს ინტრიგას. ინტრიგა კი თავის მხრივ, ყოველთვის მეტად საინტერესოა.
- ხმა: რა თქმა უნდა, ხმის გამო ურთიერთობას ნაკლებად ემუქრება საფრთხე, მაგრამ მამაკაცების უმეტესობას ძალიან მოსწონს სექსუალური ხმის ტემბრი. ეს კი ხშირად შარმიანი ქალების თანმდევია.
- გულწრფელი ემოციები: ემოციებს ყოველთვის ეტყობა როდისაა ყალი, ღიმილს კი ყოველთვის გამოიცნობთ, როდისაა ნამდვილი.
კომენტარები