ქალების ხასიათი დაბადების თვეების მიხედვით

ცვლის რაიმეს ჩვენს ცხოვრებაში დაბადების წელი, თვე ან რიცხვი?

ასტროლოგები ფსიქოლოგებთან ერთად გვთავაზობენ მოსაზრებებს, დაბადების თვიდან გამომდინარე  თუ როგორია ქალი და მისი ხასიათი.

იანვარი: იანვარში დაბადებული ქალები ცივები და ამბიციურები არიან. უყვართ კრიტიკა სხვების მიმართ, თავად კი ცდილობენ ნაკლებად მოხვდნენ განსჯის მთავარ არეალში.

თებერვალი: ქალები, რომლებიც თებერვალში დაიბადნენ რომანტიკოსები არიან. შეუძლიათ ფინჯანი ყავით საათობით ისხდნენ უსაქმოდ და ილაპარაკონ სამომავლო გეგმებზე.

მარტი: ამბობენ, რომ მარტის თვეში ყველაზე ძლიერი ქალები იბადებიან.  სწორედ ამიტომ, ერთი სიამოვნებაა მათ გვერდით ცხოვრება.

აპრილი: აპრილში დაბადებული ქალები დიპლომატები არიან. ისინი ყოველთვის ცდილობე რთულ სიტუაციებში მარტივი გამოსავლის ძებნას და სწორედ ეს არის მათი მთავარი პლიუსი.

მაისი: მაისში დაბადებულ ქალებს ხშირად “საბედისწერო” ქალებსაც უწოდებენ. მათ უყვარდებათ ერთხელ, მაგრამ სამუდამოდ. თუ მაისში დაბადებულ ქალს მოეწონეთ, ის ყველაფერს გააკეთებს, წამოგაგოთ საკუთარ ანკესზე.

ივნისი: ივნისში დაბადებული ქალები პირდაპირები არიან. მათთვის სულერთია, რას იფიქრებს სხვა. მთავარია, გულის ნადები გამოიტანონ საჯაროდ და თქვან ის, რაც მომენტალურად გაიფიქრეს.

ივლისი: ივლისში დაბადებული ქალები გულწრფელები არიან. ხშირად – ზედმეტადაც კი. ივლისის თვის ქალებმა კარგად იციან როგორ დარჩნენ ამოუცნობ ობიექტებად.

აგვისტო: აგვისტოში დაბადებულ ქალები გიჟდებიან ყურადღებაზე. მათთვის მცირე დეტალსაც კი უდიდესი დატვირთვა აქვს.

სექტებერი: სექტემბერში დაბადებული ქალები კეთილები არიან. მათ შეუძლიათ გაპატიონ ყველაფერი. მათ შორის ღალატი. თანაც ისე, არასოდეს გაგახსენონ.

ოქტომბერი: ამ თვეში დაბადებული ქალები ემოციურობით გამოირჩევიან, თუმცა იციან, როგორ მართონ განცდები. არასოდეს დაგანახებენ, რომ ცუდი პერიოდი უდგათ და უჭირთ.

ნოემბერი: აქტიურები და ძალიან ამბიციურები არიან ნოემბერში დაბადებული ქალები. მათ გვერდს მარტივად ვერანაირ შემთხვევაში აუვლით.

დეკემბერი: მოთმენის საოცარი უნარით გამოირჩევიან დეკემბერში დაბადებული ქალები. მამაკაცებისთვის ნამდვილი საყრდენები არიან. იციან როგორ გახადონ საპირისპირო სქესი უსაზღვროდ ბედნიერი.

კომენტარები