რა სურთ ქალებს კაცებისგან?

არსებობს მარადიული კითხვა – რა სურთ ქალებს კაცებისგან? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა აქამდე ვერავინ შეძლო და ახლა ჯენიუსი შეეცდება გასცეს ამომწურავი პასუხი ამ მართლაც დაუძლეველ კითხვას.

1. სპონტანურობა – არ არის აუცილებელი ყოველ კვირა ახალ-ახალ რესტორნებში და კლუბებში იაროთ. სპონტანურობა უნდა გამოიხატებოდეს მარტივ ქმედებებში. მაგალითად, სეირნობის დროს სთხოვეთ, რომ თქვენთან ერთად იცეკვოს.

2. უფრო მეტი მონდომება – ქალის “არა” სულაც არ ნიშნავს არას. ის შეიძლება “კი”-საც ნიშნავდეს ან “შეიძლება”-საც. ამიტომ გამოავლინეთ მეტი მონდომება . ამას ქალი ნამდვილად აფასებს.

3. ინსპირაცია – აუცილებლად გახდით მისი მეგობარი. შეიძლება ბევრს სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ ასეა. როდესაც იგი რაიმე საქმის გაკეთებას გადაწყვეტს, დაუდექით გვერდში მორალურად და ფსიქოლოგიურად.

4. სასარგებლო საჩუქრები – ეცადეთ გაუკეთოთ ისეთი საჩუქრები, რომლებიც მისთვის აუცილებელია. საჭირო ნივთების ჩუქებით ხაზს გაუსვამთ, რომ მასში ქალურობას და თავდაჭერილობას აფასებთ.


5. იუმორის გრძნობა – ყველა ქალს მოსწონს იუმორის მქონე მამაკაცები. ტყუილია, რომ მათ სერიოზული ბიჭები მოსწონთ. კაცი თუ შეძლებს ქალის გაღიმებას, მას ყველაფერს გააკეთებინებს. საწოლშიც კი ჩაიწვენს. ეს სიტყვები კოკო შანელმა თქვა, ჩვენი არ გეგონოთ.

6. ყურადღება და მზრუნველობა – სულაც არ არის აუცილებელი ყოველ წუთში დაურეკოთ და ამოწმოთ. უბრალოდ, დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოიკითხეთ, დაინტერესდით სამსახურის საქმეებით. ამით ქალს ძალიან ასიამოვნებთ.

7. პოზიტივი – ეცადეთ ყველაფერში დადებითი დაინახოთ. თუ თქვენი განწყობა იდეალური იქნება, ქალიც ნელნელა აგიწყობთ ფეხს და საერთო ჯამში იდეალურ წყვილად ჩამოყალიბდებით.

8. მხარდაჭერა – არ არსებობს მამაკაცზე ძლიერი ქალი. მან შეიძლება თავი მოგაჩვენოთ, რომ ძლიერია, მაგრამ სინამდვილეში ყველა ქალს ჭირდება გვერდით ძლიერი მამაკაცი. ამიტომ ყოველთვის იყავით მისი ფარი, დაიცავინ ნებისმიერი საფრთხისგან.

კომენტარები