6 ნაბიჯი ქალის გულის მოსაგებად

არავინ თქვას, რომ სუსტი სქესის მოხიბვლა მარტივი საქმეა. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, რთულია შენი კარგი იმიჯის წარმოჩენა. ამიტომაა, რომ მამაკაცები დიდხანს და გამუდმებით ცდილობენ თავი მოაწონონ საყვარელ ქალს.

6 რჩევა მამაკაცებს საკუთარი თავის უკეთ წარმოსაჩენად:

  1. იზრუნეთ გარეგნობაზე: როცა საქმე ქალს ეხება, ეს ნიშნავს, რომ დეტალებზე უნდა იყოთ ორიენტირებული. ნებისმიერი მანდილოსანი, რომელის მოხიბვლასაც ცდილობთ, ყურადღებას მიაქცევს თქვენი ვიზუალის მცირე კორექტივებსაც. ბოლოსდაბოლოს, ესეც რომ არა, თავად იქნებით მეტად თავდაჯერებული, როდესაც თქვენს გარეგნობაში დადებით შტრიხებს აღმოაჩენთ.
  2. იყავით ზდილობიანი: სუსტი სქესის 99%-ს გაწონასწორებული მამაკაცები იზიდავს, დარჩენილი 1% კი ძალიან მცირე ნაწილია, ამიტომ ყურადღება გმართებთ.
  3. მიმართეთ სახელით ან შეურჩიეთ ახალი:  ქალები ემოციური არსებები არიან. ამიტომ, დეტალსაც აქვს გავლენა. ისე, რომ დაფიქრდეთ, მისმა მშობლებმა ბევრი იფიქრეს სახელზე. შეიძლება მოსწონს, შეიძლება არა, მაგრამ ფსიქოლოგებს თუ დავუჯერებთ, სახელით მიმართვა ქალების დიდ ნაწილს დადებითად განაწყობს. უფრო მეტიც, ეს მათი აზრით ძალიან ინტიმურიც კია.
  4. დაპატიჟეთ სადმე, საინტერესო ადგილას: კარგია, როდესაც ცდილობთ განმარტოვდეთ ან ფინჯან ყავაზე კაფეში შეირბინოთ. მაგრამ როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ქალებს, ყველაფერთან ერთად, ძალიან მოსწონთ მეორე ნახევრებთან ერთად კულტურულ დაწესებულებებში სიარული. ეს იქნება თეატრი, ოპერა თუ კინო.
  5. უთხარით კომპლიმენტები: საყვარელ ქალზე რომ ყველა დეტალი, აქსესუარი ან თუნდაც ჩაცმის სტილი მოგწონთ, ბუნებრივია. მაგრამ ვთქვათ, მოხდა შემთხვევა, იყიდა ახალი კაბა და თქვენი აზრით, ძალიან არ უხდება. როგორ მოიქცევით? არავითარ შემთხვევაში არ უთხრათ, რომ ცუდად გამოიყურება. ეცადეთ სხვადასხვა ხერხებით დაარწმუნოთ, რომ სხვა ლუქებში ბევრად სასურველია: რადგან სხეულის ფორმები უკეთ ეკვეთება, ტანზე უფრო ლამაზად აქვს და ა.შ.
  6. იყავით მგრძნობიარე: როგორც წესი, მამაკაცებს არ უყვართ გრძნობების საჯაროდ გამოხატვა. ქალებს კი თავდაჯერებულობისთვის სწორედ ეს სურთ: გაიგოს ყველამ, რომ მათი საყვარელი მამაკაცი მხოლოდ მათია. ამიტომაც, იყავით მეტად თამამები და თავისუფლად გამოხატეთ გრძნობები.
კომენტარები