როგორ ამოვიცნოთ, ვუყვარვართ თუ არა მამაკაცს, როცა თავად არ გვეუბნება

ზოგ მამაკაცს არ შეუძლია სიტყვებით გამოხატოს გრძნობები და ქცევებით ავლენს. ამ დროს კი ქალი გაურკვევლობაშია. აინტერესებს რეალურად უყვარს თუ არა კაცს, მაგრამ ამ უკანასკნელს ვერადავერ ათქმევინა. გთავაზობთ ქცევებს, რომელიც მიგანიშნებთ მართლა უყვარხართ თუ არა მამაკაცს.

1. თუ ის გკოცნით დიდხანს და ვნებიანად…

კოცნა სიყვარულის ერთერთი გამოვლინებაა. თუ ის ვნებიანად და დიდხანს გკოცნით უდავოა, რომ თქვენთან ყოფნით ბედნიერია.

2. თუ კოცნის შემდეგ იღიმის…

როდესაც საყვარელ ადამიანს ვკოცნით, გამოიყოფა ჰორმონი ენდორფინი, რომელიც ბედნიერების გამომწვევია. თუ კოცნის შემდეგ გაიღიმა, დარწმუნებული იყავით, რომ მის ორგანიზმში გამოიყოფა ენდორფინი, შესაბამისად, ბედნიერია და ძალიან უყვარხართ.

3. ყურადღებით გისმენთ

კაცები უამრავ ქალს ხვდებიან. ქალები კი ბევრს ლაპარაკობენ და თავს აბეზრებენ. კაცები ამ დროს ისეთ სახეს იღებენ, ვითომ უსმენენ, სინამდვილეში კი სხვა საინტერესო საკითხებზე არიან გონებით გადართულნი. ამიტომ თუ საყვარელი მამაკაცი ყურადღებით გისმენთ, იცოდეთ რომ ძალიან უყვარხართ.

4. თუ კაცი წელში გამართული დგას თქვენ გვერდით

ამ დროს ორი მომენტია. პირველი, კაცი ქალის გვერდით ყოფნისას ცდილობს რომ თავი მოაწონოს. შესაბამისად გამართული დადის, ათლეტურ იერს იღებს და მეორე, კაცს ქალის გვერდით ყოფნა ეამაყება და სიამაყე სიარულის მანერაზეც აისახება.

5. უმიზეზოდ გწერთ და გირეკავთ

არცერთ ადამიანს არ გაახსენდება სხვა, თუ იგი მნიშვნელოვანი არ არის მისთვის. ამიტომ ხშირად უმიზეზოდაც უკავშირდებიან და ცდილობენ საუბარი გააბან. თუ საყვარელი მამაკაცი დღეში რამდენჯერმე გეხმიანებათ და ინტერესდება თქვენით, იცოდეთ რომ თქვენს მიმართ გულგრილი არ არის.

6. განსაკუთრებულ საჩუქრებს გჩუქნით

განსაკუთრებულში აუცილებლად ძვირი არ მოიაზრება. თქვენთვის განსაკუთრებული საჩუქრის შერჩევა მხოლოდ ისეთ ადამიანს შეუძლია, რომელსაც აინტერესებთ, გაკვირდებათ. მაგალითად თუ მოგზაურობა გიყვართ, საყვარელი ადამიანი კარავს გაჩუქებთ. თუ გიტარაზე კარგად უკრავთ, გიტარას გაჩუქებთ.

კომენტარები