როგორც წესი პირველი პაემანი ერთ-ერთო ყველაზე ამაღელვებელი მომენტია. მითუმეტეს როდესაც მასთან გაქვს ვინც მართლა ძალიან მოგწონს. აკეთებს ყველაფერს რომ საღამომ იდეალურად ჩაიაროს.
წაგიკითხავთ ან გაგიგონიათ არაერთი რჩევა თუ როგორ უნდა მოიქცეთ პირველ პაემანზე:
მაგალითად: იყავით მხიარულად, არ ისაუბროთ ძალიან ბევრი, გამოკითხეთ მას საკუთარი თავის შესახებ და ბევრსაც ნუ მიირთმევთ, ამასთანავე ჩაიცვით კარგი ფეხსაცმელი და ა.შ.
პირველი პაემნის დროს ნერვიულობა ჩვეულებრივი ამბავია, რადგან შანსი გაქვთ აცდუნოთ ,,ის” ერთადერთი რომელთანაც ხანგრძლივი ურთიერთობა გსურთ. ამ დროს შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვთ.
მოხიბვლა რაში მდგომარეობს? ის უნდა დაარწმუნოთ რომ სასიყვარულო ურთიერთობაში საუკეთესო კანდიდატი ხართ, შესაძოლოა ცოტა რთულია, მაგრამ ყველაფერს პრაგმატულად შეხედეთ.
მოკლედ: როგორ უნდა მოვიქცეთ რომ დავარღვიოთ მისი საზღვრები და მის ცხოვრებაში აღმოვჩნდეთ?
1. მოუსმინეთ პარტნიორს, წინააღმდეგ შემთხვევაში პაემანი წარმატებული ვერ იქნება.
თქვენს “მსხვერპლს” უნდა აჩვენოთ რომ თქვენი თავის მიმართ პატივისცემით ხართ განწყობილები. თუ დაბალი თვითშეფასება გაქვს და საკუთარ თავს თავად არ სცემ პატივს მაშინ სხვისი მოხიბვლა ძალიან გაგიჭირდებათ. მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას რომ სულ თქვენს მშვენიერებაზე ისაუბროთ, ან იმაზე თუ როგორ ია-ვარდით მოჭედილ ცხოვრებას სთავაზობთ თქვენს პარტნიორს.
ისაუბრეთ თქვენს გატაცებებზე, წიგნებზე, საყვარელ ადგილებზე, ჰობზე და ა.შ. ეს უფრო მაცდუნებელი იქნება და მის თვალშიც ამაღლდებით. ასევე ძალიან კარგი იქნება თუ საკუთარ შეცდომებსაც დაინახავთ.
აჩვენეთ თქვენი სისუსტე ხანდახან პარტნიორს, თუ როგორი მგრძნობიარე ხართ და სისუსტე თქვენი იარაღი გახდება.
იყავით გულწრფელები. ფრაზა – „იცი,ვნერვიულობ“, აღწევს მის გულში, იმიტომ რომ დიდი ალბათობით თავადაც ძალიან ნერვიულობს. გარდა ამისა, ის ხედავს, რომ ცოტა შეშინებული ხართ და ნერვიულობთ, მაგრამ ცდილობთ გაუმკლავდეთ ამ ნერვიულობას და შიშს და ეს თქვენ პაემანზე სუსტ და ამავდროულად, ძლიერ ადამიანად წარმოგაჩნეთ, რაც ნამდვილად დიდი კოზირია.
წარმოუდგენლად მაცდურია საუბარი ღიმილით.
ადამიანის მოსახიბლად კიდევ ერთი ნაბიჯი არის მიანიშნოთ მას, რომ ხედავთ მის პოზიტიურ მხარეებს და აფასებთ.
ადამიანის მოხიბვლა ბევრი რამითაა შესაძლებელი, მაგრამ არის ერთი და მთავარი – საკუთარი თავის ცოდნა და ფლობა.