ფსიქოლოგიური ტესტი: გამოიცანით, რომელი მათგანი არ წარმოადგენს ოჯახს

იცით, რომ ურთიერთობები ისეთივე მნიშვნელოვანია ფიზიკური ჯანმრთელობითვის, როგორც ვარჯიში? კვლევების მიხედვით, სოციალურად იზოლირებულ მოზრდილებში ანთებების რისკი ისეთივე მაღალია, როგორც ფიზიკურად არააქტიურებში. ჩვენი პირველი ურთიერთობა ოჯახთან, ბავშვობის პერიოდის შემდეგ, ხშირად იმას განსაზღვრავს, თუ როგორ ვუყურებთ სამყაროს.
დააკვირდით სურათებს კარგად. როგორ ფიქრობთ, რომელი ოჯახი არ არის ნამდვილი? ბევრი არ იფიქროთ. როცა შესაბამის პასუხს გადაწყვეტთ, პასუხები ქვემოთ იხილეთ და გაიცანით საკუთარი თავი კიდევ ერთხელ.

 

ოჯახი #1


 
თუ პირველი ოჯახი აირჩიეთ, შესაძლოა, თქვენ არ ხართ ოჯახზე-ორიენტირებული ადამიანი – ყოველშემთხვევაში არა ტრადიციული გაგებით. გიყვართ მეგობრები, ეხმარებით მათ და ცდილობთ ყველას მიმართ სიკეთე გამოიჩინოთ. შეიძლება მამის ავტორიტეტის გარეშე გაიზარდეთ, ალბათ, ამიტომ ცდილობთ სხვების დახმარებას, როგორც ამას დედა აკეთებდა.
ამ სურათზე დედა ზრუნავს ბავშვზე, ცდილობს დაიცვას მამის არამზრუნველობისგან. თქვენ არ გსურთ სხვებიც თქვენსავით გაიზარდონ, სწორედ ამიტომ წარმოიდგინეთ ეს ფოტო ყალბ ოჯახად.

ოჯახი #2


 
თუ მეორე ოჯახი აირჩიეთ, თქვენ ძლიერად ორიენტირებული ხართ ოჯახზე – მასზე მნიშვნელოვანი თქვენთვის არაფერია. გჯერათ სტაბილური და ხანგრძლივი ურთიერთობების, ნდობისა და სიყვარულის. ოჯახის საჭიროებები თქვენთვის მთავარია, ზოგჯერ საკუთარ პრობლემებსაც კი აიგნორებთ ამის გამო.
ალბათ, შეამჩნიეთ, რომ ფოტოზე გამოსახული ადამიანები ძლიერ ოჯახს არ გვანან, მოზრდილები ბავშვს დიდ ყურადღებას არ აქცევენ და ბავშვიც არ ცდილობს მათთან ახლო ყოფნას. თითქოს 3 უცხო ადამიანი დადის ერთად.

ოჯახი #3


 
თუ მესამე ოჯახი აირჩიეთ, ალბათ, დისფუნქციური ოჯახიდან ხართ, გქონდათ ტრავმული ბავშვობა და გიჭირთ ადამიანების ნდობა. გაქვთ მაღალი შფოთვა და გიყვართ სხვების გამოწვევა. მუდამ მომავალზე ღელავთ და ზედმეტად ბევრს ფიქრობთ წვრილმანებზე.
ფოტოზე ადამიანები მოსიყვარულე ოჯახს გვანან, ბედნიერი ურთიერთობით. მშობლები ჩახუტებულები დადიან, მამას კი ბავშვის ხელი უჭირავს. დისფუნქციურ ოჯახში გაზრდამ თქვენი შეხედულებები სხვაგვარად ჩამოაყალიბა და ჯანსაღ ურთიერთობებსაც მუდამ ეჭვით უყურებთ. არ გჯერათ გულწრფელი გრძნობების არსებობის, ამიტომაც ჩათვალეთ ეს ფოტო ყალბ ოჯახად.
სწორად გამოიცანით, რომელია არანამდვილი ოჯახი? გაგვიზიარეთ შედეგები კომენტარებში!

კომენტარები