ალბათ ყველას მიგვიწერია, ან ვწერთ ადამიანს, რომელიც მოგვწონს და გვინდა, რომ ჩვენი გახდეს. ქალების შემთხვევაში ეს ცოტა განსხვავებული პროცედურაა, წარმოგიდგენთ 20 ფრაზას, რომელიც ნებისმიერ ქალს “გაკრავს” თავში, როდესაც მისი მოწონების სუბიექტს ესაუბრება.
1 . მთელი დღეა არ მოუწერია, იქნებ, არც უნდა, რომ მივწერო?!
2 . ბოლო-ბოლო, გუშინ ხომ მან გამოაგზავნა ბოლო მონაწერი?
3 . ეს ხომ მარტო სმაილი იყო, ითვლება ვითომ?!
4 . დღეს უკვე ახალი დღეა, ანუ გუშინ ვინ ვის მიწერა ბოლოს რა აზრი აქვს…
5 . იქნებ ზის და თავის თავს ძლივს ერევა, რომ არ მომწეროს?
6 . ერთი ამისიც, პირველი მივწერ, მე თანამედროვე ქალი ვარ!
7 . ჰმმ..რა მივწერო, მარტო გამარჯობა ძალიან მშრალად არ ჟღერს?
8 . სმაილი მივუწერო ბოლოში? არა, ძალიან მეგობრულია.. ისე, შეიძლება, რატომაც არა..მივუწერ..
9 . ვაიმე, ვაიმე, გაგზავნას დამეჭრია, აბა დავიწყეთ!
10 . ახლა უკან ვერ დავიხევ..რატომ არ მწერს?!..დაწყნარდი, 30 წამი გავიდა მხოლოდ…მოიცა, ტელეფონს ხმა ჩართული აქვს? ვაიმე, 6 წუთი გავიდა..
11 . მოდი რაციონალურად ვიაზროვნოთ, იქნებ ოკეანეში ცურავს და მობილური არ შეუტანია?
12 . 20 წუთი გავიდა, სხვა გოგოსთან იქნება, მეტი ახსნა არ არსებობს!
13 . ან შეიძლება მესიჯის ხმა ვერ გაიგო, ხო, მახსოვს მეც შემემთხვა ასე ერთ დროს, დღევანდელი მობილურები მაგრად ჭედავენ!
14 . მოიცა, მწერს…
15 . “კარგად ვარ, შენ?”
16 . ვაიმე, სმაილიც მიუწერია ^_^
17 . რა საყვარელია
18 . და ამისთვის მთელი საათი დაჭირდა?
19 . მივწერ…
20 . ორ საათში.