ბედნიერი ურთიეთობის 12 უბრალო საიდუმლო

ყველა ოცნებობს იმაზე, რომ სტაბილური ურთიერთობა ჰქონდეს, რომელსაც ვერაფერი დააზინებს, თუმცა მხოლოდ სურვილი არ კმარა ამისთვის.უნდა ვიცოდეთ გარკვეული ინფორმაცია, თუ როგორ მოვიპოვოთ სტაბილურობა და ასე გავაკონტროლებთ , პირველრიგში საკუთარ თავს.

1.იყავი ისეთი როგორიც ხარ.   იყავი გულწრფელი.

 

არ ეცადოთ იყოთ იდეალური, ეს საჭიროება ნამდვილად არაა. იყავით ისეთები როგორებიც ხართ. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანია ნიღბის ქვეშ იმალება რაც გულწრფელ ურთიერთობას ხელს უშლის.იყავით გულწრფელები, გაუზიარეთ ყველაფერი თქვენს პარტნიორს, ის ყველაზე ახლოა თქვენთვის და ყველაფერში გაგიგებთ.

 

2.პოზიტიურად შეხედეთ ცხოვრებას

სიცოცხლითსავსე ადამიანები გჩუქნიან პოზიტივს და ბედნიერებას. ასეთ ადამიანთან ცხოვრება მშვენეირია . მუდმივი წუწუნი და უკმაყოფილება კი ცუდ ემოციებს იწვევს და ურთიერთობას შლის.

დაეხმარეთ პარტნიორს იყოს ისეთივე პოზიტიური როგორიც ხართ თქვენ და არასდროს დანებდეს.

 

3.მხარი დაუჭირეთ ერთმანეთს

მიეცით პართნიორს შესაძლებლობა იგრძნოს თქვენი მხარდაჭერა. წარუმატებლობის მომენტში მხარდაჭერის შემდეგ თქვენი პარტნიორი თავს უკეთ იგრძნობს.

 

 

4.აჩვენეთ თქვენი ნათელი გრძნობები

აგრძნობინეთ თქვენს პარტნიორს სიყვარული, ხშირად შეახსენეთ რომ ის განსაკუთრებულია. იყავით მადლიერი თქვენი პარტნიორის თუნდაც პატარა სასიამოვნო საქციელებისთვის.

 

5.მიეცით ერთმანეთს თავისუფალი სივრცე

წყვილისთვის არ არის აუცილებელი 24 საათის ერთად გატარება. მიეცით თქვენს პარტნიორს თავისუფლება. არ შეეწინააღმრდეგოთ მის ინტერესებს.

 

6.პატივი ეცით ერთმანეთს

აუცილებელია პატივი სცეთ ერთმანეთის აზრს , რომც არ მოგწონდეთ იგი.

პატივისცემა დიდ ნდობას აყალიბებს პარტნიორებს შორის

 

7.არ აყვეთ ეჭვიანობას, არ მიიტანოთ გულთან ახლოს

შეეცადეთ არ აყვეთ ზედმეტ ემოციებს და არ იეჭვიანოთ ზედმეტად. ამ შემთხვევაში პარტნიორი დაეჭვდება თქვენს ნდობაში.

 

8.მიიღეთ ერთმანეთი ისეთებად, როგორებიც ხართ

 

აპატიეთ ერთმანეთს ნაკლოვანებები.   არ ეცადოთ პარტნიორის შეცვლას.  მიიღეთ ის ისეთად როგორიც არის. თუ კი ჩვევა მავნეა და გსურთ ეს მოიცილოთ მაშინ მშვიდად ესაუბრეთ ამ თემაზე პარტნიორს.

 

9.შექმენით კარგი საერთო მოგონებები

 

არ არის მოგონებებზე უკეთესი რამ დაახლოვებისთვის .     მოგზაურობა, ცეკვის გაკვეთილები, ცურვა – დაკავდით იმით რაც ორივეს გსურთ და გაინტერესებთ.

 

10.აქციეთ ცხოვრება ზღაპრად

 

გააკვირვეთ თქვენი პარტნიორი სასიამოვნო სურპრიზებით. გაახარეთ საყვარელი ადამიანი , შექმენით რომანტიკული ზღაპარი.

 

11.გაატარეთ დრო ახლო ადამიანთან ერთად.

არ გადაიტანოთ ყურადღება სხვა რამეზე . როდესაც საყვარელ ადამიანთან ერთად ხართ გამორთეთ ტელევიზორი, გადადეთ ტელეფონები და ისიამოვნეთ ერთმანეთით

 

12.იოცნებეთ ერთად

იმუშავეთ მიზნებზე ერთად. იფიქრეთ, რისი მიღწევა გსურთ 5 10 15 წლის შემდეგ.

კომენტარები