12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. შეგიძიათ გაბედულად შეუდგეთ საქმეს განახლებული ძალებით. ენდეთ ინტუიციას და შინაგან ხმას – ის არ დაგაღალატებთ. ერიდეთ კონფლიქტებს და პროვოკაციებს თანამშრომელთა მხრიდან და ეცადეთ ყველაფერი ხუმრობაში გადაიტანოთ. მოწამვლის თავიდან ასაცილებლად მიაქციეთ ყურადღება საკვებ პროდუქტებს. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად.

კურო. როგორც არ უნდა ეცადოთ, დღეს სამსახურში თქვეგან არაფერი ხეირი იქნება. უმჯობესია დასვენება ითხოვოთ და ეს დღე ოჯახთან ერღად გაატაროთ ან მაღაზიებში გაიაროთ. საღამოს სახლში დარჩით და უყურეთ ფილმს ახლობელ ადამიანებთან ერთად.

ტყუპები. სასწრაფოდ უნდა გადახედოთ ფინანსურ გეგმებს. იქნებ გადაჭარბებით შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები. სიფრთხილე გამოიჩინეთ ძვირადღირებული შენაძენების, სესხის ან კრედიტის განხორციელებისას. კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ ყველაფერი. საღამო სახლში, ოჯახურ წრეში გაატარეთ.

კირჩხიბი. დღევანდელი დღის დევიზი იქნება: „გულწრფელობა! გულწრფელობა! და კიდევ ერთხელ გულწრფელობა!” სიცრუე კარგს არაფერს მოგიტანთ და აუცილებლად გამჟღავნდება. უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად დღეს ისაუბრეთ სიყვარულზე. ამ სფეროში დიდი წარმატება გელით. შესაძლებელია ხელის თხოვნაც.

ლომი. შეძლებისდაგვარად მოიწყვეთ დასვენების დღე. დაკავდით სახლის დალაგებით ან მოინახულეთ ნათესავები. კარგი დღეა სპორტით დაკავებისათვის ან მეგობრებთან ერთად აბანოში წასასვლელად. შეეცადეთ მთელი კვირის სამყოფი პოზიტივით დაიმუხტოთ.

ქალწული. სულელებს ყოველთვის უმართლებთ, მაგრამ თქვენ მათ შორის არა ხართ და ამიტომაც გიჭირთ. დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდებით ამაში. მიუხედავად ამისა, ყველაფერს ღიმილით მიუდექით და პრობლემებიც ნაკლებ რთულად მოგეჩვენებათ.

სასწორი. ვარსკვლავები გირჩევენ დღეს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ ოჯახის უფროსი თაობის წარმომადგენლებს. დაეხმარეთ მათ უფრო ახალგაზრდულად და ენერგიულად იგრძნონ თავი. საყვარელი ადამიანები მხარს დაუჭერენ ყოველ თქვენს ინიციატივას და შეეცდებიან დაგიცვან სტრესისა და უბედურებისგან.

მორიელი. ადამიანებთან საერთო ენის გამონახვის, მათი მოსმენისა და გაგების უნარით სწორი დასკვნების გაკეთებას და შეცდომების თავიდან აცილებას შეძლებთ. სამაგიეროდ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებშია მოსალოდნელი პრობლემები და გაუგებრობები. საღამოს სპორტულ დარბაზს ეწვიეთ. ეს დაგეხმარებათ სხეულის ტონუსში მოსაყვანად და არასაჭირო აზრებისა და განცდებისაგან გასათავისუფლებლად.

მშვილდოსანი. ზოგიერთ თქვენგანს დღეს ოჯახში მატება გელით. სასურველია ღირებული შენაძენის გაკეთება, ასევე ფულის დაბანდება სხვადასხვა კოერციულ პერაციებში. გარშემომყოფები გაგიგებენ და დაგიჯერებენ. დღის მეორე ნახევარში უკიდურესი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ, რადგან ავარიებისა და ტრავმების მიღების საშიშროება არსებობს.

თხის რქა. ემოციურობა და შინაგანი ძალების გააქტიურება, რასაც ამ პერიოდში განიცდით, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ აფსოლუტურად ყველაფერს შეძლებთ. მომატებულმა მგრძნობელობამ და ნერვოზულობამ შესაძლოა სამსახურში კონფლიქტებიც მოგიტანოთ.

მერწყული. თქვენს ცხოვრებაში რადიკალური გარდაქმნები შეინიშნება. ის, რაც დიდი ხანია მწიფდებოდა, სწორედ დღეს იქცევა რეალობად. ცვლილებები ყველა სფეროს შეეხება და მათ შორის არც პირადი ცხოვრებაა გამონაკლისი.

თევზები. დღეს უხასიათობა მოგიცავთ. ნებით თუ უნებლიედ დაიწყებთ ნერვიულობას იმაზე, რომ თქვენი ცხოვრება ძალიან უფერულია. მსგავსმა ფიქრებმა რომ ღრმა დეპრესიამდე არ მიგიყვანოთ, შეძელით სასიამოვნო და სასიხარულო მომენტების გამოძებნა და ამით დატკბობა.

კომენტარები