2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. საკუთარი ძალების მიმართ ძლიერი იმედგაცრუება გელით დღეს ვერძებს. მიუხედავად იმისა, რომ დღე მთლიანობაში უსიამოვნო ფერებითაა შეღებილი, შეგიძლიათ ისარგებლოთ ვარსკვლავების კეთილგანწყობითა და ფრთები შეასხათ თქვენს საქმიან იდეებს. მიუძღვენით ეს დღე ოჯახს, ან უბრალოდ განმარტოვდით და დაისვენეთ.

კურო. თუ ექიმთან ვიზიტი გქონდათ დაგეგმილი, უმჯობესია ხვალისთვის გადადოთ, რადგან ამისათვის არც ისე ხელსაყრელი დღეა. არ გაწყენდათ ქველმოქმედებით დაკავება. დაფიქრდით ახლობელ ადამიანებზე. დიდი ხანია ისინი არ მოგინახულებიათ.

ტყუპები. დღეს სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ. როგორც ჩანს, ხელმძღვანელობამ შეამჩნია თქვენი შრომისუნარიანობა და სხვებზე უკეთ მუშაობის სურვილი. არ გაჩერდეთ! თქვენ სწორი მიმართულებით მიდიხართ!

კირჩხიბი. დღეს თავს ენერგიულად სექსუალურად და მხნედ იგრძნობთ. ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო დღეა ყველა თქვენი იდეისა და გეგმის განსახორციელებლად. თუ ყველაფერს სწორად მოიფიქრებთ, დიდი წარმატება გელით. შეგიძლიათ დაკავდეთ სპოტით და სხვადასხვა ფიზიკური დატვირთვით. შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ისეირნოთ სუფთა ჰაერზე.

ლომი.  დღეს ენერგიის სერიოზული დანაკარგი გელით. არ ღირს ხანგრძლივი დროით ხალხმრავალ ადგილას ყოფნა. პირადი ურთიერთობები შესაძლოა მოგვარდეს. აპატიეთ მას, ვინც გაწყენინათ და თავად გააკეთეთ აუცილებელი მობოდიშება. არ არის სექსისათვის შესაფერისი დღე, მით უმეტეს, ოჯახს ზურგს უკან.

ქალწული. კარგი დღეა განმარტოვებისა და ფიქრისათვის. თავი შორს დაიჭირეთ დამღლელი საქმისა და შფოთიანი კამათისაგან. ეცადეთ სძლიოთ ცდუნებას. არ ღირს ამ დღეს დაპირებების გაცემა – მათ შესრულებას ვერ შეძლებთ. მოწამვლის თავიდან ასაცილებლად ყურადღება მიაქციეთ საკვებ პროდუქტებს.

სასწორი. სასწორების ყურადღება ამ დღეს კარიერაზე იქნება მიპყრობილი. რას არ გააკეთებთ, რომ ცოტათი მაინც წაიწიოთ წინ სოციალურ საფეხურზე. მოსალოდნელია მხარდაჭერა თქვენთვის ნაკლებად ნაცნობი ადამიანებისაგან, რომლებიც თქვენთან ვალში არ არიან და არც სამაგიეროს ელიან ამისათვის.

მორიელი. დღეს უმჯობესია ყველა საქმე გადადოთ და უბრალოდ დაისვენოთ. შესაძლებელია გამოაშკარავდეს პრობლემები, რომელთა გახსენებაც აღარ გინდოდათ. შეეცადეთ არ იღელვოთ და უბრალოდ, რეალურად შეაფასოთ მომხდარი. ასე თქვენ შეძლებთ ცვლილებების განხორციელებას და საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესებასაც. სახლში მოსალოდნელია სკანდალი, მაგრამ შეეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ და არ აუწიოთ ხმას.

მშვილდოსანი. მშვილდოსნებს დღეს საკომუნიკაციო საშუალების, ტექნიკის, ელექტრონიკის ან ორგტექნიკის გაფუჭება ელით. ფრთხილად იყავით.

თხის რქა. შეეცადეთ ემოციური რეგირება არ მოახდინოთ საკუთარ პრობლემებზე. ბედი თავად მიუჩენს ყველაფერს თავიანთ ადგილს და თქვენ კი მოთმინებისათვის დაგაჯილდოვებთ. დიდი ალბათობაა გარკვეული ცვლილებებისა როგორც ფინანსურ, ასევე პირად გეგმებში. შეეცადეთ ამ დღეს ნუ წახვალთ სტუმრად და ნურც თქვენთან დაპატიჯებთ ვინმეს. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისაგან.

მერწყული. დღეს უმჯობესია უარი თქვათ მნიშვნელოვან და შრომატევად საქმეებზე. გადამეტებული დატვირთვა გავნებთ.

თევზები. კარგი განწყობა და საკუთარ თავზე ხუმრობის უნარი მრავალფეროვნებას შეიტანს თქვენს ცხოვრებაში ამ მდუმარე დღეს. შეამცირეთ მიღებული სითხის რაოდენობა და ალკოჰოლი საერთოდ ამოიღეთ რაციონიდან.

კომენტარები