ვერძი. დღეს მოსალოდნელია წარმატება საქმიან სფეროში. ნუ შეუშინდებით ცვლილებებს. მათ შეუძლიათ გაგიყვანონ განვითარების ახალ დონეზე. კარგი დროა საკუთარი თავის შეცნობისა და თვითგანათლებისთვის. ასევე შესაფერისი დღეა სამგზავროდ (ოღონდ არა სადღეღამისო) და უფროსი თაობის ნათესავებთან სასაუბროდ.
კურო. ყველაფერი ძალიან უბრალო და მოსაწყენია. მრავალფეროვნებისა და გარემოს შეცვლის სურვილი გიჩნდებათ. შეიარეთ დისკოთეკაში ან ღამის კლუბში. თქვენთვის აუცილებელია გულს გადაყოლება.
ტყუპები. წარუმატებელი დღეა დაწინაურების მოთხოვნით ხელმძღვანელებთან მისასვლელად. უმჯობესია საზოგადოებრივი ვალდებულებებით დაკავდეთ. მიიღეთ მონაწილეობა ეზოს დალაგებაში. მეზობლებს ძალიან გაუხარდებათ თქვენი დახმარება.
კირჩხიბი. შეეცადეთ ამ დღეს არ დაკავდეთ რისკთან დაკავშირებული საქმიანობით და ერიდეთ ძვირადღირებულ შენაძენს. ფასეული შეიძლება გამოდგეს ნათესავებისგან ან მეგობრებისგან ამ დღეს მირებული რჩევები. ნუ გააფორმებთ საქმიან გარიგებებს, ისინი ნეგატიურ შედეგებს მოგიტანენ. დღევანდელი დღე ოჯახურ წრეში გაატარეთ და მეტი ყურადღება დაუთმეთ ბავშვებს.
ლომი. შეეცადეთ დღეს განმარტოვდეთ. გამოძებნეთ ისეთი ადგილი, სადაც ვერავინ და ვერაფერი შეგაწუხებთ. დაფიქრდით თქვენს მომავალზე.
ქალწული. კარგ განწყობას ამ დღეს ვერავინ გაგიფუჭებთ. ყველაფერი მარტივად და ძალდაუტანებლად გამოგივათ. ოჯახური პრობლემებიც კი თავისთავად მოგვარდება. ისარგებლეთ ამ შანსით. საღამო უმჯობესია სახლში გაატაროთ კარგი წიგნით ხელში, ან მოუსმინოთ სასიამოვნო მუსიკას.
სასწორი. დიდი და უსიამოვნო ინფორმაციის ნაკადი დაატყდებათ თავს სასწორებს. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისათვის. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს და ბავშვებს.
მორიელი. შინაურებთან და ახლობელ ადამიანებთან საუბარი დაგავიწყებთ სამსახურეობრივ პრობლემებს. რაც უნდა მოხდეს ამ დღეს, არ მისცეთ ემოციებს თქვენი გონების დახშობის უფლება.
მშვილდოსანი. ერთ-ერთი ჩვეულებრივი დღეა. შეეცადეთ ნუ მიიღებთ მნიშვნელოვნ გადაწყვეტილებებს და ერიდეთ ძვირადღირებულ შენაძენს. ეს იმედგაცრუებას მოგიტანთ. მოერიდეთ ახალ ნაცნობობას, ასევე მეგობრებთან და ნაცნობებთან საუბარს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ უძრავ ქონებას. მოსალოდნელია ძარცვა ან ხანძარი.
თხის რქა. თხის რქებისაგან ეს დღე საქმისადმი სერიოზულ დამოკიდებულებას მოითხოვს. თქვენი ყოველი დაუფიქრებელი გადაწყვეტილება და იმპულსური მოქმედება ყველაზე გაუთვალისწინებელ შედეგებს მოგიტანთ. თავს ენერგიულად იგრძნობთ, თუმცა დღის ნეგატიური ტენდენციის გამო ნებისმიერ წუთს შეიძლება წარმატებამ ზურგი გაქციოთ. შესაძლებელია დღეს მოგიწიოთ საშინაო და პირადი პრობლემების გადაწყვეტა, რის შედეგადაც ყველა სხვა საქმე უკანა პლანზე გადაიწევს. ზოგიერთ თხის რქას გაუმართლებს და რამეს მოიგებს, ან მომგებიან შენაძენს გააკეთებს.
მერწყული. შეეცადეთ ეს დღე დასვენებას მიუძღვნათ. დაუთმეთ ყურადღება ოჯახს და ახლობელ დამიანებს. ეს დღე თითქოს შექმნილია რომანტიკული თავგადასავლებისათვის. ზოგერთი ამ ნიშნის წარმომადგენელი შეხვდება ადამიანს, რომელთანაც მომავალში რომანტიკულ ურთიერთობას გააჩაღებს.
თევზები. თევზებს მთელი დღის განმავლობაში არაჩვეულებრივი განწყობა ექნებათ. სამსახურში ყველაფერი კარგად იქნება. საქმეებიც თავსთავად მოგვარდება. თქვენს სულს სიმშვიდე და წონასწორობა დეუფლება.