3 ნიშანი იმისა, რომ არასწორ ურთიერთობაში იმყოფებით

ურთიერთობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ცდილობს ორივე მხარე მის შენარჩუნებას. რამდენიმე დეტალი არსებობს, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია გავიგოთ ვართ თუ არა არასწორ ურთიერთობაში და რა ზომების მიღებაა საჭირო, რომ ის დასასრულისკენ არ წავიდეს. ზოგჯერ უბრალო საუბარიც კი საკმარისია მსგავსი პრობლემის მოსაგვარებლად.
თუ საკუთარ თავს კარგავთ – თუ ამჩნევთ, რომ თქვენს თავში რაც მოგწონდათ ყველაფერი ნელ ნელა ჭკნება, ქრება და ნადგურდება ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ურთიერთობისგან ვერ იკვებებით. სამწუხაროდ ასეთი რამ ხშირად ხდება ურთიერთობაში. ხანდახან პარტნიორები ცდილობენ ჩვენით მანიპულირებას და ამას სიყვარულის სახელით აკეთებენ, მაგრამ ეს შეცდომაა და არასწორია.
თუ გიწევთ საკუთარი თავისთვის რაღაცის დამტკიცება – თუ მუდმივად იმის მტკიცებაში ხართ, რომ ღირსეული ადამიანი ხართ და პატივისცემას იმსახურებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ გაქვთ კომპლექსი, ან თქვენს მეორე ნახევარს გსურთ დაუმტკიცოთ, რომ ამის ღირსი ხართ, რადგან ის სათანადოდ ვერ გაფასებთ.
ვერ გრძნობთ, რომ ურთიერთობაში ხართ – თუ პარტნიორთან ყოფნისას ფიქრობთ, რომ თქვენთან არაფერ შუაშია, მაშინ ყველაფერი გარკვეულია, თქვენ ნამდვილად პრობლემები გაქვთ.

კომენტარები