ტესტი: დაასახელეთ ცხოველი, რომელსაც პირველი დაინახავთ და გაიგეთ მეტი თქვენს შესახებ

მოდუნდით, ენდეთ ქვეცნობიერს, შეხედეთ სურათს და დაიმახსოვრეთ სიმბოლო, რომელიც პირველად შენიშნეთ.

რომელი ცხოველი დაინახეთ პირველად?

კატა

ეს არჩევანი თქვენს უხალისობას განსაზღვრავს დაიწყოთ ახალი სამუშაო კვირა. დასვენება გინდათ და ვიქენდსაც კი სთხოვთ სწრაფად მოვიდეს. შვებაა სამუშაო დღის დასასრულიც, როცა სახლში წასვლა, კომფორტულ დივანზე მოკალათება და საყვარელი ფილმის ან სერიალის ნახვა შეგეძლებათ.

ძაღლი

მეგობრების მხარდაჭერას გრძნობთ და ამ დახმარებით მზად ხართ ყველა პრობლემა გადაჭრათ. მებრძოლი სული კარგი რამაა. მაგრამ, ცივი გონებით მოქმედებაც გაითვალისწინეთ, რათა განსაზღვროთ შეგიძლიათ თუ არა საკითხის მარტო გადაჭრა. ბოლობოლო, ადამიანებს გარშემო გეგმების შეცვლა შეუძლიათ. თვენ ამას მუდამ ივიწყებთ, რადგანაც თავად არავის არასდროს უცრუებთ იმედს.

ლომი

უძლეველი ხართ! ხშირად გეუბნებიან არა? თმის ვარცხნილობის შეცვლაც კი არ გჭირდებათ მოწოდების სიმაღლეზე რომ დარჩეთ. არის თქვენში რაღაც, რაც ადამიანებს იზიდავს, იწვევს მათში პატივისცემის, აღტაცების და შურის გრძნობას. ნუ გაკიცხავთ მკაცრად, რადგანაც ხანდახან თავადაც უხეშად იქცევით. ეცადეთ ყველას ისე მოექცეთ როგორც თანასწორს და არა ისე, როგორც ამას ახლა აკეთებთ.

ცხენი

ახლა რაღაც ჩარჩოში გაქცევთ და თავისუფლებას გიზღუდავთ. ალბათ ოფისშ უფროსს უკან ეკიდებით და მოუწოდებთ: “დასვენება მჭირდება, შვებულება!” დამშვიდით, ყველას სურს შესვენება. მაგრამ, ახლა საჭიროა სიმშვიდე შეინარჩუნოთ და გამოავლინოთ ის გამძლეობა და შრომისუნარიანობა, რისთვისაც ის ცხოველია ცნობილი, რომელიც აირჩიეთ.

გედი

თქვენ შეყვარებული ხართ. ესაა მიზეზი, რის გამოც გარშემო ყველაფერი მშვენიერი გეჩვენებათ, გამყიდველიც და რიგში მყოფი ყველა ადამიანიც. მშვენიერი პერიოდია – ეცადეთ გაიხანგრძლივოთ, თუ თვეობით არა, შემდეგ ხელფასამდე მაინც.

პინგვინი

როგორ შეძელით ამის დანახვა? დააკვირდით კიდევ ერთხელ – იქ პინგვინი არაა. ისევ ხედავთ? მადლობელი იყავით მდიდრული ფანტაზიის, რომელიც მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს აოცებს, ვისაც პირველად ხვდებით.

კომენტარები