როგორ გავიგოთ გვიყვარს თუ არა ნამდვილად ჩვენი რჩეული

თუ თქვენ პარტნიორი გყავთ და თავს ბედნიერად გრძნობთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ცხოვრების ბოლომდე ასე გაგრძელდება. ურთიერთობების სწორად ვერ წარმართვის მთავარი პრობლემა საჭირო დროს საჭირო კითხვების არ დასმაა.

სწორედ ამიტომ, დაუსვით საკუთარ თავს 12 შეკითხვა!

 

  • რა მაღიზიანებს ჩვენს ურთიერთობაში? თუ გსურთ, რომ ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდეს, ყველა მინუსი უნდა გააქროთ.
  • ვართ მეგობრები? სასიყვარულო ურთიერთობა მხოლოდ სიყვარულს არ ნიშნავს. შენი პარტნიორი უნდა იყოს მეგობარი, ადამიანი, ვისაც ენდობი, ვინც გენდობა.
  • ვღელავ მასზე? მეორე ადამიანზე ნერვიულობა და გაუთავებელი ფიქრი სასიყვარულო ურთიერთობების განუყოფელი ნაწილია. ეს ნიშნავს, რომ გამუდმებით ფიქრობ მასზე, გადარდებს, განიცდი.

 

  • მადარდებს მისი პრობლემები? როდესაც წყვილი შედგება, ეს ნიშნავს, რომ გაორმაგებული ძალებით მოგიწევთ ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარება.
  •  მენდობა?
  • ვენდობი?დაუსვით საკუთარ თავს კითხვები.  ნდობის ფაქტორი ნებისმიერი ურთიერთობის განუყოფელი ნაწილია. თუ შენ არ ენდობი, ურთიერთობა სამომავლოდ დიდხანს ვერ გაგრძელდება.
  • ვეჭვიანობ? სიყვარულის უცვლელი ნაწილი ეჭვიანობაა. რაღა თქმა უნდა, საჭირო დოზით და შესაბამისად, ნორმალური ფორმით. თუ ხვდებით, რომ აღარ დარდობთ სად არის, რას აკეთებს და ვისთანაა, ეს ნიშნავს, რომ ურთიერთობა დასრულებისკენ მიდის.
  • რა მოხდება მის გარეშე? ურთიერთობისთვის საჭირო კითხვები ხშირად დაუსვით საკუთარ თავს. წარმოიდიგინეთ, რომ ერთ დილას იღვიძებთ მის გარშე, ხართ მარტო. რა რეაქცია გექნებათ?
  • როგორი მომავალი გვექნება? არ ფიქრობთ სამომავლო გეგმებზე? ოდესმე, ერთხელ მაინც თუ გითქვამთ ერთმანეთისთვის , როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი ათი, ოცი ან ოცდაათი წლის შემდეგ?

 

  • რა არის ჩვენი ურთიერთობის ნაკლი? რამდენიც არ უნდა უარვყოთ, ყველა წყვილის ურთიერთობას აქვს საკუთარი, ინდივიდუალური ნაკლი. დაილაპარაკეთ, იმსჯელეთ, იფიქრეთ: რა არის გამოსასწორებელი?
  • თუ ცოტა ხანს ჩემგან შორის იქნება, ვიპოვი მის შემცვლელს? ეს კითხვა ერთი შეხედვით ბუნებრვია, მეორე მხრივ, ალოგიკური. როცა ადამიანი შეყვარებულია, სულაც არ ფიქრობს პარტნიორის შემცვლელზე. დავუშვათ, მოხდა მსგავსი რამ, როგორ მოვიქცევი?
  • ვინ ვარ მე მის გარეშე? როდესაც ის არაა თქვენს სიახლოვეს, გეცვლებათ ხასიათი და განწყობა? უკავშირდება ეს მონატრებას?
კომენტარები