5 მიზეზი რატომ უყვართ ქალებს ცუდი ბიჭები

ალბათ დაინტერესებულხართ რატომ ირჩევენ ლამაზი გოგონები უპერსპექტივო, უსაქმურ, ქუჩის ბიჭებს ნაცვლად რაინდებისა. ეს კითხვა ბევრს აწუხებს, მათ შორის მშობლებს და იმ მამაკაცებსაც, რომლებიც თამაშგარეთ რჩებიან.

პირველი მიზეზი: თავგადასავლების წყურვილი

როგორც წესი, ცუდ ბიჭებს უზარმაზარი სანაცნობო წრე ყავთ. მათთან ერთად არასოდეს მოიწყენს ქალი. ასეთმა ბიჭებმა ზუსტად იციან როგორ გაერთონ. დღეს მოტოციკლით სეირნობენ, ხვალ ტატუს იკეთებენ, ზეგ დაუგეგმავ მოგზაურობაში მიდიან.

მეორე მიზეზი: დამნაშავე ბიოლოგიაა

ქალის ბიოლოგიურ კოდში არის ჩადებული, რომ მბრძანებლური კაცისკენ უნდა გადაიხაროს. ქვეცნობიერად ყველა ნამდვილ ქალს მოსწონს, როცა ბიჭი ზრუნავს მასზე და ისე ექცევა, როგორც სუსტ სქესს.

მესამე მიზეზი: პირადი ამბიციები

გოგონებს ჰგონიათ, რომ ძლიერ ბიჭებს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავთ და ფიქრობენ, რომ რადგან ამ ბიჭმა აირჩია, რაღაცით განსაკუთრებულია. არადა სულაც არ არის ასე. როგორც წესი, ცუდ ბიჭებს მოკლევადიანი ურთიერთობები იზიდავთ.

მეოთხე მიზეზი: დამნაშავე თქვენი ფსიქოლოგიაა

კარგი ბიჭი ნებისმიერ თქვენს სურვილს გაითვალისწინებს, ყურადღებით მოგისმენთ და ისე მიიღებს გადაწყვეტილებას. ცუდი ბიჭი კი პირიქით, თავის აზრებს მოგახვევთ თავს. რაც არ უნდა უცნაური იყოს, გოგონებს მოსწონთ, როცა ბიჭები ასე ექცევიან.

მეხუთე მიზეზი: და თუ მოულოდნელად?

კარგი ბიჭი ნელნელა ერთფეროვანი ხდება. იგი ადვილადპროგნოზირებადია და ცოტა ხანში გბეზრდებათ მასთან ურთიერთობა. ცუდი ბიჭი კი ნამდვილი ამოცანაა. 1 წლის შემდეგაც კი შეუძლებელია მისი შესწავლა. არ ღირს თავი დაიმშვიდოთ ილუზიებით, რომ ის ზრდასრული ადამიანია და ვერ აღზრდით. სჯობს, პედაგოგიური უნარები კარგი ბიჭისკენ მიმართოთ და ასწავლოთ, რომ ხანდახან მბრძანებლური ხასიათი გამოიჩინოს.

კომენტარები