შეცდომები რომელსაც ჭკვიანი ქალები ყველაზე ხშირად უშვებენ

აქ რა სისუსტეებსაც დავახასიათებთ ეს ყველა ქალს ახასიათებს. რა თქმა უნდა ერთდროულად აქ ჩამოთვლილი სისუსტეები ერთ ქალში თავმოყრილი ვერ იქნება. მაგრამ დარწმუნებული ვარ თქვენს თავშიც აღმოაჩენთ რამოდენიმეს.

ქმრის პრობლემების თავად მოგვარების მცდელობა – როდესაც მამაკაცს პრობლემა აქვს, ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენ ჩაერთოთ მის მოგვარებაში. მან თავისით უნდა გადაჭრას ნებისმიერი პრობლემა რომელიც დისკომფორტს უქმნის.

ფიქრი, რომ წარსული ურთიერთობები ისევ მნიშვნელოვანია მისთვის – არ არის საჭირო მის წარსულში ქექვა. მისი ძველი ურთიერთობა დასრულდა და ამას უკვე აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. ჯობია თქვენი ძალისხმევა ახლანდელ ურთიერთობას მოახმაროთ.

ქმრის ნება-სურვილზე დამორჩილება – ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერზე უარი თქვათ, მიუხედავად იმისა რომ ოჯახის შექმნა გარკვეულ მსხვერპლს მოითხოვს. არ უნდა თქვათ უარი განათლებაზე, გატაცებებზე, კარიერაზე ან თუდან მეგობრებზე. 

არაფრის შეცვლა, როცა მის ცხოვრებაში მამაკაცი ჩნდება – თქვენს მარტო აღარ ხართ, ამიტომ ძალაში ვეღარ დარჩბა ღამით გართობები და მუდამ მივლინებებში წასვლა, თქვენ უწინდელ ცხოვრებას ვეღარ განაგრძობთ. საჭიროა გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა.

იგნორირება იმისა, რას ფიქრობს სხვა ქალებზე – ღალატისგან დაზღვეული არც ერთი ქალი არ არის, ამიტომ უყურადღებოთ ნუ დატოვებთ მის საუბარს, თუ ის გამუდმებით ლაპარაკობს თავის ყოფილებზე ან მის თანამშრომლებზე. 

გამუდმებული “შერიგებები ყოფილებთან” – დაუშვებელია ყოფილებთან წამდაუწუმ შერიგება. დასასრული დასასრულია! ის არ შეიცვლება.

იდეალური კაცის ძებნა – არ არსებობს ისეთი კაცი, რომელიც ზუსტად შენნაირია. მამაკაცები ძირფესვიანად განსხვავდებიან ქალებისგან. უნაკლო მამაკაცის პოვნისას კი მეტი სიფრთხილეა საჭირო რადგან ისინი უფრო რთულები არიან და გაცილებით უარესს მალავენ, ვიდრე ჩვეულებრივ კაცები.

გაეჯიბრო დედამისს – დედას ყველა კაცში განსაკუთრებული ადგილი უკავია. მასთან ნებისმიერ თემაზე შუძლია საუბარი, ისეთებზეც რაც ვერ განახორციელა და “გამოიტიროს”. დედა მასთან ერთად განიცდის ყველაფერს და სულ მის გვერდითაა თუნდა მისი შვილი ყველაზე დედამიწის ზურგზე ყველაზე წარუმატებელი იყოს. ნუ ეცდებით მის ადგილის დაკავებას.

კომენტარები