15 ტექსტი, რისი მიწერაც შეგიძლიათ, იმის ნაცვლად, რომ “დაseenოთ” თაყვანისმცემელი

ხშირად ხდება, როდესაც ადამიანი გწერთ, რომელიც თაყვანს გცემთ, მოსწონხართ, უყვარხართ ან თქვენ შებმას ცდილობს. უტაქტობა არ არის მიმზიდველი და სწორი საქციელი, ამიტომ ჯობიათ ამ 15 ტექსტიდან რომელიმე მოარგოთ სიტუაციას და მიწეროთ, ისე, რომ გული არავის ეტკინოს და კონფლიქტიც აირიდოთ.

1) სალამი, კარგი ტიპი ხარ, მაგრამ ამ ურთიერთობის პროგრესირებას ვერ ვხედავ მომავალში.

2) მადლობა, რომ ჩემთან ერთად გაისეირნე, მაგრამ მგონი არ ვეწყობით ერთმანეთს, პირადული არაფერი, მაგრამ ვიფიქრე, უნდა მეთქვა.

3) გუშინ კარგი იყო, მინდა გითხრა, რომ ამჯერად სერიოზულს არაფერს ვეძებ, ასე რომ ნუ დაიმედდები.

4) კარგად გავერთე, მაგრამ იმდენად დაინტერესებული არ ვარ, რომ კიდევ გავიმეორო.

5) ახლა პირადული პრობლემები მაქვს, არა მგონია კარგი დრო იყოს შეხვედრებისთვის, იმედია, გამიგებ.

6) გულახდილად გეტყვი, ის “დაძაბულობა” ჩვენს შორის არ იგრძნობა, უკეთესი იქნება ორივესთვის, ახალ პარტნიორებს თუ ვიპოვით.

7) ბოდიში, შენი ნახვა აღარ მინდა, პირადულად არ მიიღო, უბრალოდ არ ვარ ამის ხასიათზე.

8) გამარჯობა, კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ უფრო მეგობარი, ვიდრე შეყვარებული.

9) საშინელება ხარ, ადამიანადაც კი არ ვარგიხარ.. კარგი, ეს არ გამოიყენო, უბრალოდ შევამოწმე, რომ ისევ კითხულობ ამ სტატიას…

10) ახლახანს აღმოვაჩინე ჩემს თავში რაღაცეები და არა მგონია ვინმესთან შეხვედრა კარგი იდეა იყოს ამ პერიოდში. არ გეწყინოს.

11) გულახდილად რომ გითხრა, ვიღაც სხვა გავიცანი, ასე რომ მასთან ვაპირებ დროის გატარებას, მაგრამ შენ მაინც კაი ტიპი ხარ.

12) ჰეი, ძალიან დაკავებული ვარ და რომც დაგთანხმდე, მაინც ვერ მოვახერხებ შენთვის ბევრი დროის დათმობას. წარმატებებს გისურვებ.

13) მგონი, რომ თავიდანვე ჩანს, რომ ვერ ვეწყობით.

14) არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ მეგობარზე მეტი ვერ იქნები ჩემთვის, ბოდიში, რომ უფრო ადრე ვერ გითხარი.

15) უბრალოდ აღარ მაინტერესებ იმდენად, იმედია, შეხვალ ჩემს მდგომარეობაში.

კომენტარები