ყველაზე გონიერი ზოდიაქოს ნიშნები

გაინტერესებთ ასტროლოგია ყველაზე მეტად ზოდიაქოს რომელ ნიშანს წყალობს?
მორიელი: მორიელი განსაკუთრებული ტემპერამენტით გამოირჩევა. გარდა ვიზუალური ეფექტისა, მორიელების მთავარ პლიუსს გამჭრიახი გონება და სტრესული სიტუაციების დაძლევის საოცარი უნარი წარმოადგენს.
მორილებმა კარგად იციან როგორ დაიძვრინონ თავი იმ კონკრეტული, ამოუხსნელი სიტუაციებიდან, რომელშიც  ზოდიაქოს სხვა ნიშნები დიდხანს რჩებიან.
მშვილდოსანი: მშვილდოსანი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნიშანია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების დამახასიათებელი თვისება ზედმეტად გაწონასწორებული ხასიათი და მშვიდი სალაპარაკო ტონია.
მშვილდოსნები იშვიათად გამოდიან მდგომარეობიდან, რადგან თითოეულ სიტყვას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ და იციან, რომ  სიტყვებზე თამაში არც ისე კარგი იდეაა.
კურო: ზოდიაქოს ნიშნებს შორის კურო ყველაზე შრომისმოყვარე ნიშანია. შესაბამისად, ყველაზე წარატებული ადამიანები სწორედ ამ ნიშნის ქვეშ იბადებიან. კუროებს სჯერათ შრომის ძალის და შედეგიც თითქმის არასოდეს აყოვნებს.
კირჩხიბი: კირჩხიბი სიმშვიდის მოყვარულია. სახლში ჯდომას, საინტერესო წიგნების კითხვას და ფილმების ყურებას არაფერი ურჩევია.
კირჩხიბებს არ უყვართ ხალხმრავალი ადგილები და გართობა, მათი ინტერესის სფეროს კონკრეტული საკითხები წარმოადგენენ. მიუხედავად იმის, რომ კირხიბები არ გამოირჩევიან განსაკუთრებული ნიჭიერებით, ისინი კუროს მსგავსად შრომის მოყვარულ ნიშნებად რჩებიან.
თევზები: თევზების მოთმინების უნარი ხშირად ყველანაირ ზღვარს სცდება. მათი მთავარი დადებითი თვისება ზედმეტი ჰუმანურობაა, რაც ადამიანებისადმი სიყვარულში მჟღავნდება.

კომენტარები