მსოფლიოში არაერთი უცნაური კანონი არსებობს. ზოგი მათგანი ინტიმურ საკითხებზე გარკვეულ შეზღუდვებსა თუ ვალდებულებებს აწესებს.
* * *
ახლო აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში დღემდე მოქმედებს შემდეგი ისლამური კანონი: არ შეიძლება იმ ცხვრის დაკვლა და ჭამა, რომელთანაც ადამიანს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა.
* * *
ბაჰრეინში ექიმი-გინეკოლოგი, თუ ის მამაკაცია, პროფესიულ დაკვირვებებს და მკურნალობის პროცედურას მხოლოდ სარკის ანარეკლის მეშვეობით ახორციელებს, რადგან მას შიშველი ქალის პირდაპირ ყურება ეკრძალება.
* * *
კუნძულ გუამაზე არსებობს სპეციალური პროფესია მამაკაცებისთვის. ისინი კუნძულის მასშტაბით მოგზაურობენ და გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ გოგონებს ქალწულობას აკარგვინებენ. ამ ქვეყნის ტრადიციით, ქალწულს გათხოვება ეკრძალება.