ცნობილია, რომ კვების რაციონი არა მხოლოდ ადამიანის შინაგანი ორგანოების ჯანმრთელობაზე, არამედ მის სექსუალურ ცხოვრებაზეც მოქმედებს.
ამერიკელმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს განსაკუთრებული დიეტა, რომელიც ადამიანის ინტიმურ ცხოვრებაზე დადებითად მოქმედებს.
იმისათვის, რომ სექსუალურმა ცხოვრებამ მეტი სიამოვნება მოგანიჭოთ, აუცილებელია შეცვალოთ თქვენი დღის რაციონი, – გვირჩევენ დიეტოლოგები და სექსოლოგები. ინტიმურ სიახლოვემდე 3-4 საათით ადრე კარგი იქნება, თუ პირს ჩაიტკბარუნებთ თაფლითა და თხილით. შეგიძლიათ მიირთვათ არაქისი, ნუში ან ნიგოზი.
გარდა ამისა, ყოველდღიურ რაციონში უნდა ჩართოთ ზღვის პროდუქტები (მიდიები, კრევეტები) და ხორცი. განსაკუთრებული ადგილი უკავია ამ საკითხში თევზს. კარგი აფროდიზიაკებია სკუმბრია და კამბალა.
კერძები აუცილებლად შეკმაზეთ მწვანილით (პიტნა, ოხრახუში, ქინძი) და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ ხახვი და ნიორი.