3 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. ინტუიციას დაეყრდენით და ყველაფერი გამოგივათ. დაასრულეთ ძველი საქმეები და ნუ დაიწყებთ ახალს. არც მკურნალობის დაწყება ღირს. მიაქციეთ ყურადღება საკვები პროდუქტების ხარისხს. საღამო ოჯახურ წრეში გაატარეთ.

კურო. ეს დღე ხელსაყრელი იქნება შემოქმედებითი კუროებისთვის. მოახერხებთ საკუთარი გეგმების განხორციელებას, რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა ძირფესვიანად შეუძლია. კარგი დროა ურთიერთობების მოსაგვარებლად ხელმძღვანელებთან, პარტნიორებთან და დამკვეთებთან. მარტოხელა კუროებს მომავალ საბედოსთან შეხვედრის შანსიც გეძლევათ.

ტყუპები. პატარა რჩევა: გადახედეთ თქვენს მენიუს. უარი თქვით ისეთ საკვებზე, რაც თქვენი ჯანმრთელობისთვის მავნებლად ითვლება. უმჯობესია მიირთვათ მეტი ხილი, ბოსტნეული, თხილი, ჩირი და ნახავთ როგორ მსუბუქად იგრძნობთ თავს, ენერგიაც მოგემატებათ.

კირჩიბი. ყოველთვის როდი ემთხვევა ჩვენი შესაძლებლობები სურვილებს. ზოგჯერ ამის გამო მრავალრიცხოვანი გაუგებრობები ხდება ხოლმე გარშემომყოფებთან. დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდებით ამაში.

ლომი. ამ დღეს თქვენი ფინანსური საკითხები თავისთავად უნდა გადაწყდეს. პროფესიულ სფეროში გარკვეული ცვლილებები შეინიშნება. შეეცადეთ ერიდოთ სამსახურში კონფლიქტურ სიტუაციებს და თუ ვინმეს მაინც გამოუვა თქვენი ჩართვა კამათში, ნუ აუწევთ ხმას. გზაზე სიფრთხილე გამოიჩინეთ, საშიშროებაა ტრავმების მიღებისა.

ქალწული. თქვენ ერთ ადგილზე გაჩერება გაგიჭირდებათ. მოგეძალებათ რაღაცის შეცვლის დაუოკებელი სურვილი. ნოვატორული სული პირველ რიგში საქმეების მდგომარეობას შეეხება. შეიძლება გადახედოთ სამომავლო გაგმებსაც.

სასწორი. ეს დღე თქვენთვის საყვარელ ადამიანებს მიუძღვენით. მოინახულეთ ახლობლები, გაიარეთ მათთან ერთად მაღაზიებში ან უბრალოდ გაისეირნეთ. ჰოროსკოპი გაფრთხილებთ არ მოაწყოთ ამ დღეს ისტერიკები. იყავით თავშეკავებული და კეთილგონიერი. კარგი დროა საყიდლებისთვის.

მორიელი. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ურთიერთგამომრიცხავი მოვლენებით აღსავსე დღე გელით. შესაძლოა თქვენს გზაზე წარმოიშვას სირთულეები, რაც გიბიძგებთ სარისკო და საშიში ქმედებებისკენ. არ ღირს აგრესიისა და რისხვის გამოვლენა. უმჯობესია დროულად გაჩერდეთ. დღის მეორე ნახევარი ყველა წარმოშობილი პრობლემის წარმატებულად გადაწყვეტას გპირდებათ. ზოგიერთი თქვენგანი შეიძლება საქმიან მივლინებაში გაემგზავროთ, რასაც დადებითი შედეგები მოჰყვება.

მშვილდოსანი. დადგა დრო, როცა შეგიძლიათ უფრო გახსნილი იყოთ და გაბედულად გამოთქვათ თქვენი იდეები. ძალიან კარგი პერიოდია კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შესაძენად. პირად ცხოვრებაში წილად გხვდათ შეგყვარებოდათ ის, ვისი შეყვარებაც არ შეიძლებოდა. მაგრამ გულს ვერ უბრძანებთ. ამიტომ ცოტა ნერვიულობა მოგიწევთ.

თხის რქა. თქვენთვის დღის პირველი ნახევარი ჯანრმთელობისათვის საშიში საფრთხეებითაა აღსავსე. მოსალოდნელია ტრავმები ან გარშემომყოფებთან დაკავშირებული ძალიან სერიოზული პრობლემები. შეიძლება მიიღოთ შეტყობნება ან თხოვნა ახლობელი ადამიანისგან. დღის მეორე ნახევარში ახალი ნაცნობობა ან რომანტიკული გატაცებაა მოსალოდნელი. საქმეში შეგიძლიათ მეგობრების ან საიმედო, ერთგული პარტნიორების დახმარების იმედი გქონდეთ.

მერწყული. საღამომდე პრობლემები და წარუმატებლობები გდევთ თან, მაგრამ თქვენ ყველაფერს გაუმკლავდებით. დღის მეორე ნახევარში ძალიან მოგიხდებათ დასვენება. შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკი ან პარკში ატრაქციონებით დატკბეთ. საღამოს კი რომანტიკული შეხვედრა დანიშნეთ, – ის დაუვიწყარი იქნება.

თევზები. დღეს გელით როგორც საქმიანი მივლინებები, ასევე სამსახურეობრივი კონტაქტები. ზოგიერთი თქვენგანი დროს ახლობელ და საყვარელ ადამიანებთან ერეთად მშვენივრად გაატარებთ, რაც დიდი ხნის მანძილზე სასიამოვნო მოგონებად დაგრჩებათ. სამსახურში მცირეოდენი, მაგრამ პერსპექტიული ცვლილებებია მოსალოდნელი.

კომენტარები