3 ყველაზე ჭკვიანი ქალი ზოდიაქოს მიხედვით

როგორც ასტროლოგები ამტკიცებენ, სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნებს მათთვის განსაკუთრებული თვისებები აქვთ. ზოდიაქოს ნიშანი და მმართველი პლანეტები განსაზღვრავენ რისი ნიჭი უნდა გვქონდეს. ტყუილად კი არ არის ნათქვამი, ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებულიო.
ამ სტატიაში გთავაზობთ ზოდიაქოს 3 ნიშნის წარმომადგენელ ქალს, რომელიც ნამდვილად ბედნიერ ვარსკვლავზე დაიბადნენ. მათ აქვთ უნარი იყვნენ ყველაზე ჭკვიანები, გამჭრიახები და მოხერხებულები.

მე-3 ადგილი – თხის რქა
ბავშვობიდან მოხერხებული, მიზანსწრაფული და ყურადღებიანი თხის რქა ქალი ნამდვილად იმსახურებს ყველაზე ჭკვიანი ქალების სამეულში მოხვედრას. მას შესანიშნავად გამოსდის ურთიერთობა ყველა ადამიანთან, განსაკუთრებით მამაკაცებთან. მისი ამ უნიკალური თვისებების გამო, თხის რქა ქალი სრულწლოვანების ასაკამდე აღწევს წარმატებას.

მე-2 ადგილი – მორიელი
საოცარი ინტუიციითა და მანიპულატორობის ნიჭით დაბადებული მორიელი ნებისმიერ სიტუაციაზე კონტროლს მარტივად ახერხებს. ალბათ, არ არსებობს სიტუაცია, რაშიც ეს მაგიური ქალი ვერ გაერკვევა და სწორად ვერ შეაფასებს სიტუაციას. მორიელს შურისძიებაც შესანიშნავად გამოსდის, ამიტომ გირჩევთ ის მტრად არ გადაიკიდოთ.

1-ლი ადგილი – ვერძი

ვერძი ქალი ბავშვობიდან თამამი და შესამჩნევია. ჯერ კიდევ თანატოლებთან თამაშისას შეიმჩნევა მისი ლიდერული თვისებები. ვერძ ქალს ხომ შესანიშნავად შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანების განწყობაზე. თავმოყვარე ვერძი ყოველთვის ცდილობს საზოგადოებაში ღირსეულად წარსდგეს და მასას ჭორაობის მიზეზი არ მისცეს. ხშირად ფეთქებადია, უყვართ გაქცევაც, მაგრამ ისინი ადვილად უბრუნდებიან საჭირო ადგილს თუ იციან, რომ ეს მათ კარიერას სჭირდება.

კომენტარები