ქალების ჟურნალი ”კოსმოპოლიტენი” აქვეყნებს იმ ფაქტების სიას, რომლებიც შეიძლება ქალებისთვის ყოველდღიურობის ნაწილი იყოს, მაგრამ არასოდეს უნდა ისაუბროთ ამის შესახებ საყვარელ მამაკაცთან, თუ მასთან ურთიერთობის გაფუჭება არ გსურთ.
- არასოდეს აღიაროთ, რომ “ამწევ” ბიუსჰალტერს ატარებთ. ხომ არ ამბობთ რომელი ბრენდის სუნამოს ან პომადას იყენებთ? ხოდა ამ დეტალის გამხელაც არაა საჭირო.
- არ მოუყვეთ მასთან შევხედრამდე რამდენი ბოიფრენდი გყავდათ. მთავარია მისი ერთგული იყოთ და წარსულს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
- არ გაუმხილოთ რომ სამსახურში თანამშრომელი გეფლირტავებათ. კოლეგა თავად უნდა მოიცილოთ თავიდან. უთხარით რომ დაკავებული ხართ და მალევე მოგეშვებათ.
- არ აღნიშნოთ რომ მასზე მეტი შემოსავალი გაქვთ. მამაკაცს უყვარს დომინანტის როლში ყოფნა და თუ იტყვით რომ მასზე შემოსავლიანი ხართ, შესაძლოა ტავი უსუსურად აგრძნობინოთ.
- არ თქვათ რომ დედამისის გაკეთებული საჭმელი არ მოგწონთ. ზრდილობიანად უთხარით რომ დიეტაზე ხართ და ჭამა არ შეგიძლიათ.
კომენტარები