რა სახის მავნე ჩვევებისკენ ხართ მიდრეკილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ზოდიაქოს ყველა ნიშანს, გარდა დადებითი თვისებისა, უარყოფითიც მრავლად აქვს. ამ სტატიაში გთავაზობთ ინფორმაციას, რა უარყოფითი თვისებები აქვთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს.

ვერძი – მისი მთავარი ნაკლი დაუფიქრებლობა და სიფიცხეა. ამიტომ ვერძები ხშირად ხვდებიან ავარიებში და სხვა უსიამოვნო სიტუაციებში.

კურო – თუ მას მყარი ფინანსური ნიადაგი არ აქვს ფეხქვეშ, კურო ნამდვილი ალკოჰოლიკი ან ნარკომანი ხდება. მისთვის ხომ მთავარი სტაბილურობაა.

ტყუპები – ყველაზე ცნობისმოყვარეები არიან. ამიტომ ყველაფერ ცუდს იმის გამო უსინჯავენ გემოს, რომ აინტერესებთ რა მოხდება.

კირჩიბი – ყველა მავნე ჩვევას მტვერსასრუტივით ისრუტავს, რადგან მისი ბუნება მეტად არამყარია. მას ხომ მთვარე მართავს, მუდმივი ცვლილებების პლანეტა.

ლომი – უზომოდ პატივმოყვარე, ამპარტავანი და ამავე დროს ჯიუტიც არის. მეტი მავნე ჩვევა რაღა გინდათ?!

ქალწული – ერთი შეხედვით ყველაზე მოწესრიგებული და გაწონასწორებული ნიშანია, თუმცა სინამდვილეში ყველაზე დიდი წამალდამოკიდებული შეიძლება გახდეს. საქმე მის ზოგად ბუნებაშია. ქალწულს მიდრეკილება აქვს იყოს რაიმეზე ან ვინმეზე დამოკიდებული.

სასწორი – ყველაზე ნაკლებად არის მავნე ჩვევებისკენ მიდრეკილი. მას ხომ არ შეუძლია არანაირ დამოკიდებულებას, სიმახინჯეს და სიმდაბლეს შეეგუოს.

მორიელი – კირჩხიბის შემდეგ ყველაზე მავნე ჩვევების მატარებელი მორიელია. მას უყვარს რისკი და ცდილობს ამ ცხორებისგან ყველაფერი მიიღოს, კარგიც და ცუდიც.

მშვილდოსანი – იმდენად ოპტიმისტია ბუნებით და უყვარს ცხოვრებით ტკბობა, რომ მავნე ჩვევებს იშვიათად ეტანება. არ სურს გაიფუჭოს განწყობა. მას ხომ ისეთი მოსწონს სამყარო, როგორიც სინამდვილეში არის.

თხის რქა – ყველაზე კარიერისტი ნიშანია და შესაბამისად, ყველაზე დიდი ნარკოტიკი კარიერის კეთების სურვილია.

მერწყული – ტყუპის მსგავსი ნიშანია. მასაც სურს სხვადასხვა აკრძალული ნაყოფის გასინჯვა. მერწყული ბუნება ხომ ზოგადად ვერ იტანს შეზღუდვებს. რაც აკრძალულია ზოგადად, ნებადართულია მერწყულისთვის.

თევზები – მორიელის და კირჩხიბის შემდეგ ყველაზე რეალური კანდიდატები არიან გახდნენ წამალდამოკიდებულები. ეს იმიტომ რომ სათუთი ბუნება აქვთ და ადვილია მათი მანიპულირება.

კომენტარები