რატომ არის 13 ივლისი განსაკუთრებული თარიღი და რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს

2022 წელს ორი სუპერმთვარეა, თუმცა 13 ივლისის მოვლენა თითოეულ ადამიანზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს. იმის მიუხედავად, რომ იგი დედამიწასთან ისე ახლოს არ იქნება, როგორც 14 ივნისს იყო, მისი ენერგია გაცილებით საშიშია. მიზეზი მთვარის თხის რქის ნიშანში არსებობაა, რომელიც „მტრულადაა“ გამწყობილი მთვარის მიმართ.

იმის გამო, რომ თხის რქა და მთვარე ერთმანეთს უპირისპირდებიან, ურთიერთობა ძალიან დაძაბული იქნება. ჩვეული მყუდრო და კომფორტული ატმოსფეროს ნაცვლად, თხის რქა მთვარეს სიცივით, სიბნელით და ასკეტიზმით ხვდება. ამის გამო კი მთვარე ერთგვარად „შურს იძიებს“ და უარყოფით ენერგიას ათავისუფლებს, რაც ჩვენზე, თითოეულ ადამიანზე, იმოქმედებს.

ამ პერიოდში კომუნიკაცია ძალიან გართულებულია და შესაძლოა, ვერ გავიგოთ, რას გრძნობს ადამიანი რეალურად. ნებისმიერ ცვლილებას უხალისოდ და ნეგატიურად განვიხილავთ, რჩევებს კი მტრულად აღვიქვამთ.

აღსანიშნავია, რომ სხვა სავსე მთვარეებთან შედარებით, 13 ივლისს მთვარე უფრო კაშკაშა და 10% დიდი გახდება.

კომენტარები