რითი ატყვევებს ქალი მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ქალებს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, განსხვავებული გარეგნობა აქვთ. მათ პლანეტებმა ინდივიდუალური ხასიათი და გარეგნობის შტრიხები დაანათლეს. ამის გამო, თითოეულ მათგან შეუძლია განსხვავებულად მოინადიროს მამაკაცის გული და სამუდამოდ მოაჯადოვოს.

თევზები – დიპლომატიური, რბილი ხასიათის მქონე და კომპრომისზე წამსვლელი ნიშანია. ამის გამო “ბუნჩულა” ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს და მამაკაცებსაც სწორედ ეს მოსწონთ. თუმცა რეალურად ასე არ არის. თევზმა ქალმა ნამდვილად შესანიშნავად იცის მამაკაცების ფსიქოლოგია და აუცილებლად იღებს ურთიერთობიდან იმაზე მეტს, ვიდრე ეს მამაკაცს ჰგონია.

კურო – ძალიან მზრუნველი ნიშანია. ამის გამო მამაკაცებს იგი ძალიან მოსწონთ. კუროსგან შესაძლებელია დედობრივი მზრუნველობა იგრძნოთ.

სასწორი – ქალი მზე, ქალი პოზიტივი, ქალი სითბო. იგი უზომოდ თბილი და დახვეწილია. სასწორთან ნებისმიერ თემაზე შეგიძლიათ ისაუბროთ. ყურადღებით მოგისმენთ, რჩევას მოგცემთ და ცოტასაც გაგეხუმრებათ. ამ შესანიშნავი თვისებების გამო, ნებისმიერი მამაკაცის გულის მონადირება შეუძლიათ.

ტყუპი – საოცრად კომუნიკაბელური და თავისუფალი ქალია. მას არანაირი კომპლექსი არ გააჩნია და მამაკაცებთან ურთიერთობაშიც თავისუფალია.

ვერძი – დაუმორჩილებელი ქალია. მისი ხასიათი იმდენად თამამი და გამომწვევია, რომ ნებისმიერი მამაკაცის გულს იპყრობს. ხომ იცით, ძნელად მისაწვდომი მეტად გემრიელია.

კირჩხიბი – ზოდიაქოს ეს ქალი ცოლიც არის, დედაც და საყვარელიც. იგი იდეალური დიასახლისი და მეოჯახეა. ამიტომ ბევრი მამაკაცი ცდილობს მოინადიროს ეს მართლაც უძვირფასესი მარგალიტი.

ქალწული – პრაქტიკული და ყურადღებიანია. ქალწულ ქალს შეგიძლიათ თქვენი მთელი სიმდიდრე ანდოთ. დარწმუნებული იყავით, რომ უაზროდ 1 თეთრსაც კი არ დახარჯავს. ხოდა ვინ უნდა იყოს თქვენს გვერდით, თუ არა ასეთი სანდო და სტაბილური ქალი?!

მორიელი – საშინლად სექსუალური და ვნებიანია. მასთან ერთი კავშირიც კი საკმარისია, რომ მამაკაცი სამუდამოდ მის კლანჭებში აღმოჩნდეს. ვულკანივით ქალის ხელიდან გაშვება როგორი საქმეა?!

თხის რქა – პრაქტიკული და გაწონასწორებულია. მისთვის უცხოა ზღვარგადასული მხიარულება. თხის რქა ქალები ძირითადად წარმატებულები არიან და პროფესიაში ბევრს აღწევენ. სწორედ ამიტომ, მამაკაცებს ხიბლავთ ჩამოყალიბებული და მიზანსწრაფული თხის რქა.

ლომი – დედოფალი და გრაციოზული ნიშანია. მამაკაცებს, რომელთაც უნდა წარმატებას მიაღწიონ, გვერდით ლომი უნდა ჰყავდეთ. ამაყი და წარმატების მოყვარული ცოლი ქმარს მოდუნების საშუალებას არ მისცემს.

მშვილდოსანი – პირდაპირი, მეგობრული და ცოტა ცანცარა ნიშანია. თუმცა მისი მხიარულება არასოდეს არის ზღვარგადასული. მშვილდოსან ქალს მოსწონს ყველაფერი დროებითი. ხანგრძილი, დამღლელი უერთიერთობები მისთვის უცხოა. ამიტომ მამაკაცებთანაც მსგავსი დამოკიდებულება აქვს. მშვილდოსანი ქალი არასოდეს გამართავს ეჭვიანობის სცენებს. მამაკაცებს სწორედ ეს ხიბლავთ მასში. არანაირი კინფლიქტები მასთან ურთიერთობაში.

მერწყული – მისი მომხიბვლელობის საიდუმლო არაპროგნოზირებად ხასიათში და მეგობრულობაშია. არასოდეს იცი რა გელოდება ამ ნიშნის ქალთან ურთიერთობაში. ამიტომ მუდამ ფორმაში უნდა იყო. მამაკაცებს, რომლებსაც თავგადასავლები და ხმაურიანი ურთიერთობები იზიდავთ, მერწყული ქალებიც იზიდავთ.

კომენტარები