როგორ ვიშოვოთ ბევრი ფული? – ვარკვევთ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ყველამ იცის, რომ დიდი ფულის შოვნა არ არის მარტივი – წინააღმდეგ შემთხვევაში მილიონერები არ იქნებოდნენ დედამიწის მთელი მოსახლეობის 1%-ზე ნაკლები.
სტატიაში მოცემულია ინფორმაცია, თუ როგორ შეუძლიათ ზოდიაქოს ნიშნებს ფულის შოვნა.
 

ცეცხლის ელემენტი: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი

ცეცხლის ელემენტის წარმომადგნელებს იზიდავთ ისეთი სამსახური, სადაც საშუალება აქვთ გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. ეს ზოდიაქოს ის ნიშნებია, რომლებიც დილით იღვიძებენ და ფიქრობენ, როგორ იშოვონ ბევრი ფული. ეს მხოლოდ ფიქრო და ოცნება არ არის, მათ ფულის შოვნაც მარტივად გამოსდით.
ცეცხლის ელემენტის ნიშნები ადვილად შეძლებენ ბევრი ფულის შოვნას, თუ დაიწყებენ იმ საქმეს, რაც სიამოვნებას ჰგვრით. იმუშაო მხოლოდ ეკონომიკური სარგებლისთვის და შინაგანი კამყოფილება განზე გაწიო, ვერ იქნება წარმატებული ზოდიაქოს ამ ნიშნებისთვის. ვერძი, ლომი და მშვილდოსანი შეძლებენ გამდიდრებას თუ საკუთარ ბიზნესს დაიწყებენ.
 

მიწის ელემენტი: კურო, ქალწული, თხის რქა

მიწის ელემენტის წარმომადგნელები მთელი ცხოვრება მუშაობენ იმისთვის, რომ ჰქონდეთ უზრუნველი სიბერე. არ დაგავიწყდეთ, რომ სტატისტიკურად ყველაზე მეტი მილიონერი სწორედაც რომ მიწის ელემენტის წარმომადგენლები არიან.
კურო, ქალწული და თხის რქა თუ საკუთარ ეკონომიკურ საქმიანობას ხელოვნების სფეროს დაუკავშირებენ, ადვილად შეძლებენ დიდი ოდენობით თანხის გამომუშავებას.
 

ჰაერის ელემენტი: ტყუპები, სასწორი, მერწყული

ჰაერის ელემენტის წარმომადგენლები ძირითადად მუშაობენ ისეთ სფეროში, სადაც გონებრივი მუშაობაა საჭირო. ისინი საკუთარი გონების წყალობით ახერხებენ ფულის გამომუშავებას.
ჰაერის ელემენტის წარმომადგენლებისთვის მომგებიანი იქნება საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია არქიტექტურასთან, იურისპრუდენციასთან ან თანამედროვე კომუნიკაცებთან.
 

 წყლის ელემენტი: კირჩხიბი, მორიელი, თევზები

წყლის ელემენტის წარმომადგენლებისთვის უმთავრესი კომფორტია სამსახურში, ისინი სიამოვნებას უნდა იღებდნენ თითოეული სამუშაო დღით. ფული უკანა პლანზე იწევს, როდესაც საუბარი პიროვნულ განვითარებას ეხება.
 
კირჩხიბი, მორიელი და თევზები საუკეთესოდ ართმევენ თავს საბანკო სფეროს. ასევე წარმატებულნი არიან კვების სფეროსა და სხვა კერძო ბიზნესში.

კომენტარები