TOP 5 ყველაზე ემოციური ზოდიაქოს ნიშანი

ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ხანდახან გულგრილნი ვრჩებით სხვადასხვა ქმედებების, მოვლენების ან პიროვნების მიმართ. ხანდახან გვეუფლება სიბრაზე, გვეცვლება ხასიათი და გვაქვს ემოციური ამოვარდნები.

ზოგიერთი ადამიანები კი მთელი არსებით მიეცემიან ემოციებსა და გრძნობებს. ზოგიერთს კი შუძლია თავის ხელში აყვანა და საკუთარ თავზე კონტროლი.

ასტროლოგებმა დაადგინეს 5 ყველაზე ემოციური ნიშანი, ჩვენ კი წარმოგიდგენთ მას. ესენი არიან:

მერწყული – მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს და მისთვის მნიშვნელოვანია აფასებდნენ გარშემომყოფები. ადამიანების პატივისცემა, ეს არის მისი მკვებავი ენერგია. მას როგორც ჩუმად ტირილი ასევე სასიკვდილოდ გამეტება შეუძლია ადამიანის. მას ძლიერი სიყვარული შუძლია, ყველაზე მეტად კი საკუთარი თავის.


მორიელი
 – ყველაზე დაუნდობელი და სამართლიანი ნიშანი. იგი “ოჯახის პირადი მცველია” როდესაც საფრთხე ემოუქრებათ მის ახლობლებს. იგი მოულოდნელობებით არის აღსავსე, ნებისმიერ მომენტში ყველაფერია მოსალოდნელი მისგან. მორიელი კამათის დროს უკიდურესად საშიშია. იგი ყოველთვის იღებს რაც სურს.

ტყუპი – მისთვის არაფერია შეუძლებელი, მითუმეტეს თუ პირად ინტერესებს ეხება საქმე. არ არსებობს საზღვრები კამათის დროს, მას თავისუფლად შეუძლია დალეწოს ჭურჭელი, იყვიროს და ყველა დაადანაშაულოს. იგი ასევე კრეატიულია შურძიების დროსაც, მისი გამომგონებლური ნიჭიდან გამომდინარე. მაგრამ მას ასევე დადებითი თვისებაც აქვს რაც გამოიხატება იმაში რომ მას შეუძლია იყოს შესანიშნავი მეორე ნახევარი.


ვერძი –
 მათ საერთოდ არ იციან რა სურთ, რა უნდათ, ამიტომ მასას მიყვებიან, ოღოდ მხოლოდ რჩეულთა მასას. მერწყულივით მათთვისაც მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი. ასე რომ მას სულელურ სკანდალებში გხვეულს ვერ ნახავთ. ვერძი უხეში, თავმომწონეა, მაგრამ გარშემომყოფებისთვის მყარი საყრდენია.


თხის რქა – 
ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე ემოციური ნიშანია. მას თავისი წესები და ნორმები აქვს. მისთვის გაუგებარია სიტყვები “აკრძალულია”, “არ შეიძლება”. იგი თავაზიანი და მოწესრიგებული ჩანს შორიდან, მაგრამ როიდესაც ძალიან დაუახლოვდებით, თავისი ემოციურობით გაგაგიჟებთ. მაგრამ მას აქვს ის ერთი განსაკუთრებული თვისება რატომაც მას აფასებენ და უყვართ, ის ყველაზე ვნებიანი ზოდიაქოს ნიშანია.

კომენტარები