ზოდიაქოს ნიშნების შესახებ გავრცელებული სტერეოტიპები

კურო (21 მარტი -19 აპრილი)
❌ სტერეოტიპი: არის იმპულსური და არ შეუძლია ემოციების კონტროლი
☑ სიმართლე: სინამვილეში კურო კარგი ლიდერია, რომელიც საჭირო დროს, საჭირო გადაწყვეტილებას იღებს.
 
ვერძი (20 აპრილი – 20 მაისი):
❌ სტერეოტიპი: ვერძი არის ზარმაცი და მატერიალისტი.
☑ სიმართლე: ვერძს უყვარს კარგი რაღაცეები ცხოვრებაში. ეს რათქმაუნდა არ ნიშნავს, რომ ის მატერიალისტია. ზოდიაქოს ამ ნიშნას უყვარს, როდესაც გარშემორტყმულია სასიამოვნო ხალხით.
ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი):
❌ სპერეოტიპი: არის ორსახოვანი და არასაიმედო.
☑ სიმართლე: ტყუპებს აქვთ ადაპტაციის შესანიშნავი უნარი. მათი ეს თვისება არ ნიშნავს, რომ ისინი ორსახოვანნი არიან. ზოდიაქოს ამ ნიშანს ასევე აქვს უნიკალური უნარი სიტუაციიდან თავის დაძვრენის.
 
 
კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი):
❌ სტერეოტიპი: მუდამ მოღუშული და მომტირალი. აქვს ცუდი დამოკიდებულება გარშემომყოფებთან
☑ სიმართლე: კირჩხიბის სიძლიერე მის სენსიტიურობაში მდგომარეობს. ზოდიაქოს ეს ნიშანი ყოველთვის მზადაა დახმარებისთვის.
ლომი (23 ივლისი -22 აგვისტო):
❌ სტერეოტიპი: ეგოისტი და პატივმოყვარე. ფიქრობე, რომ მთელი სამყაროს ბატონები არიან
☑ სიმართლე: ლომი ყველაზე მიზანდასახული ზოდიაქოს ნიშანია. არის ძალიან მზრუნველი. აქვს დიდი გული და ყველაფერს აკეთებს ახლობელი ადამიანების კეთილდღეობისთვის
 
ქალწული (23 აგვისტო -22 სექტემბერი):
❌ სტერეოტიპი:  ახირებული, ეგოცენტრული და ჩამოუყალიბებელი
☑ სიმართლე: ქალწული ყველაზე რეალისტი ზოდიაქოს ნიშანია. არიან პრაგმატულები და ინტელიგენტები. არიან ცოტა მორცხვები, არ უყვართ ბევრი ლაპარაკი. არიან ძალიან გახსნილები, მათთან ვისაც ბოლომდე ენდობიან.
 
სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი):
❌ სტერეოტიპი: არის გაუბედავი, გადაუწყვეტელი და იდეალისტი
☑ სიმართლე: ლიბრა შესაძლოა არის იდეალისტი, თუმცა ცოდნასა და პატივისცემას აფასებს ყველაზე მეტად. უყვართ თავისუფლება და არიან ძალიან ცნობისმოყვარეები, თუმცა ეს არი არის უარყოფითი თვისება
 
 
მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი):
❌ სტერეოტიპი: არ არის ერთგული. უყყვარდება ყოველი მოერე
☑ სიმართლე: მორიელი ძალიან ვნებიანი ნიშანია. ყველა საქმეში ბოლომდე იხარჯებადა მთელ გულს დებს მასში. შეიძლება უცნაურად ჟღერს, თუმცა მორიელი არის ძალიან კეთილი და სამართლიანი.
მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი):
❌ სტერეოტიპი: არასაიმედო, ამოუცნობი ნიშანი
☑ სიმართლე: მშვილდოსანის უყვარს ახალი რაღაცეების გამოცდა. უყვარს სიახლეების შესწავლა. არიან ოპტიმისტები. უყვართ როდესაც ყურადღების ეპიცენტრში არიან.
თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი):
❌ სტერეოტიპი: უემოციო და მუდამ მოწყენილი
☑ სიმართლე: არის ყველაზე შრომისმოყვარე ნიშანი. ყველაფერს აღწევს, რასაც მიზნად დაისახავს. შეუძლია ემოციების კონტროლო. არის გაწონასწორებული
 
მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი):
❌ სტერეოტიპი: ადამიანებთან ყოველთვის დისტანციაშია. არის უემოციო
☑ სიმართლე: მერწყული არ არის გარიყული ნიშანი, ის დამოუკიდებელია. არიან თავისუფალი სულის პატრონები. ყველაფერს აკეთებენ ისე, როგორც თვითონ უნდათ.
 
 
თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი):
❌ სტერეოტიპი: დრამატული და მუდამ მოღუშული
☑ სიმართლე: თევზებს ძალიან უყვართ ხელოვნება და მათი სამყარო ძალიან ფერადია, ამიტომ ისინი ვერ იქნებიან დრამატულები. არიან კრეატიულები.

კომენტარები