ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც ყველაზე რთული ბედი აქვს

ასტროლოგების აზრით, ნებისმიერ ადამიანს საკუთარი ბედ-იღბალი გააჩნია და თვითონ არისა პასუხისმგებელნი ყველაფერზე. ვარსკვლავები მხოლოდ პოტენციალს და კონკრეტულ მოცემულობას განაპირობებენ. ხოლო დანარჩენი ჩვენს ხელთაა. ყველა ინდივიდს თავისუფალი ნება და არჩევანი აქვს.

თუმცა არსებობენ ისეთებიც, ვისი ცხოვრებაც ყოველთვის სავსეა ფათერაკებით და ეს ამაოდ როდი ხდება…

ვერძი – პლანეტა მარსი, რომელიც ამ ნიშანს მართავს, ბრძოლისუნარიანობას, მუდმივი ლიდერობის მოთხოვნილებას და შეჯიბრს განაპირობებს. ამიტომ ვერძის ნიშნით დაბადებული ადამიანები ზედმეტად აქტიურები არიან. ცდილობენ ყველაფერში ლიდერები იყვნენ და მათი ცხოვრება მუდმივი ბრძოლაა. ვერძები მუდმივად ახალ-ახალი სიმაღლეების დაპყრობით არიან დაკავებულნი და თუ ცხოვრება არ უღიმით, მუდმივად მოღუშულები დადიან.

მორიელი – ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ნარკოტიკივით ჭირდებათ ვიღაცაზე კონტროლის მოხვეჭა. თუ მორიელი ვერ აკონტროლებს სიტუაციას, მაშინ იგი გადის საქმიდან. ამიტომ მისი ცხოვრება მუდმივი ბრძოლაა, რათა დაიმკვიდროს ადგილი როგორც მაკონტროლებელმა და არა გაკონტროლებულმა.

მშვილდოსანი – მას მარტივი ცხოვრება უყვარს. თუმცა მისი ხასიათიდან გამომდინარე არც თუ ისე კარგად გამოსდის. იგი ზედმეტად აქტიური და ფიცხია. ამიტომ ხშირად უსიამოვნო ამბებში ეხვევა. მათი ხეტიალი მსოფლიოს გარშემო ხშირად არის საოცარი თავგადასავლებით დატვირთული. თუმცა მშვილდოსნის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ამ ხალხს შესანიშნავად გამოსდის ნებისმიერი სირთულის სიტუაციიდან თავის დაღწევა. რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ ქუდბედიანობაზე.

კომენტარები