ვიღაც იქნებ გონივრულ ეკონომიას უწოდებს ფინანსების მიმართ ნაკლებ ხელგაშლილობას, ვიღაცის თვალში კი მსგავსი ტიპის ეკონომიური ადამიანი სხვა არაფერია თუ არა წყალწაღებული ძუნწი. თქმა არ უნდა, დაუკვირვებელი მფლანგველობა არც ერთი ჩვენთაგანისთვის არ მოიტანს დადებით შედეგს, მაგრამ სიძუნწეც არანაკლები “დაავადებაა”, რომელსაც ობიექტური ხედვა და “მკურნალობა” სჭირდება. ხშირად ინდივიდი ვერც კი აცნობიერებს, რომ ეკონომია სიძუნწეში გადაეზარდა და გარშემო მყოფები მასთან ურთიერთობას სწორედ ამ თვისების გამო გაურბიან. მოდით, ასტროლოგიური თვალსაზრისიც მოვისმინოთ იმის შესახებ და გავარკვიოთ ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები იკავებენ თავს როგორც წესი სხვისთვის მატერიალური კუთხით ხელის გამართვაზე
[custom-facebook-feed feed=1]
კირჩხიბი და კურო საკუთარ მატერიალურ დოვლათს გააზრებულად უზიარებს სხვას. მათთვის უცხოა უცნობი ადამიანებისთვის დახმარების ტენდენცია. ეს ადამიანები ცდილობენ სიკეთე მხოლოდ ახლო წრის ადამიანების და ოჯახის წევრების მიმართ გამოავლინონ. თუმცა კირჩხიბის შემთხვევაში იგი ბოლო წუთამდე მოიცდის და სანამ არ დარწმუდნება რომ სხვა ვერავინ დაგეხმარებათ მის მეტი, მხოლოდ ამის შემდეგ შემოგთავაზებთ მატერიალურ მხარდაჭერას.
რაც შეეხება კუროს, მასაც თავისი გათვლები აქვს ფულთან მიმართებაში. ამიტომ თუკი ისე მოხდა, რომ ამ ადამიანმა ხელი გაგიმართლათ ფინანსური შეჭირვების ჟამს, კეთილი ინებეთ და გამორთმეული თანხა დათქმულ დროს დაუბრუნეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კურო თქვენზე განაწყენდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში მისგან დახმარებას ამაოდ ელით.