ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები ზომბი აპოკალიპსის დროს


თხის რქა
მას არ ეშინია ზომბების და სხვა მაიმუნობების. თხის რქა აუცილებლად აიღებს სამშვიდობო მისიას თავის თავზე და თავგანწირვით შეებრძოლება მტერს. მას ხომ კაცობრიობის გადარჩენა აქვს განზრახული.

კურო
როგორც კი საფრთხეს იგრძნობს, მაშინვე ბუნკერის მშენებლობას დაიწყებს და შიგ დაიმალება. ეგღა აკლია ვინმეს თავი შეაკლას.

მერწყული

კაცთმოყვარე და საოცრად ჰუმანურ მერწყულს ზომბებიც უყვარს. იგი აუცილებლად გამოიყენებს თავის დიპლომატიურ ნიჭს და შეეცდება როგორმე შეარიგოს მტრები ერთმანეთს.

თევზები

დეპრესიული თევზები ალბათ სახლში იქნება გამოკეტილი და სანამ გაიგებს რა მოხდა, მანამ ზომბები დაიპყრობენ ქალაქს. თუმცა როგორც კი საფრთხეს იგძნობს, თევზები მაშინვე მონსტრად გადაიქცევა და ყველა ზომბს მარტო გაანადგურებს.

ქალწული

ყველაზე მეტად მას სურს ზომბი-აპოლაკიპსი. ქალწულს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ მტრისგან თავი დაიცვას, სახლი ტყეში, გარშემორტყმული მძიმე არტილერიით. ახლა დროა კარგად გაერთოს.

ვერძი
ბრძოლაში მთელი თავისი ძალებით ჩაებმევა და აქტიურად დაიწყებს ზომბებთან ბრძოლას. ვერძს კარგად გამოსდის მტრების მოგერიება როცა საშუალება აქვს ბრძოლა კარგად დაგეგმოს, მაგრამ ზომბებთან საბრძოლველად ეს რამდენად გამოადგება, საეჭვოა.

მორიელი

როგორც იქნა, მადლობა ღმერთს, მორიელს საშუალება მიეცა, რომ ყველა და ყველაფერი გაანადგუროს. ახლა უკვე შეუძლია ნებისმიერი არსება გააქროს.

ტყუპები

საკითხს უფრო კრეატიულად მიუდგება, ვიდრე ვერძი. მისი აზრით, უმჯობესი იქნება თუ სისხლისმღვრელი ბრძოლის ნაცვლად ანტივირუსს შექმნის და ზომბებს განკურნებაში დაეხმარება.

მშვილდოსანი

როგორც თევზი წყალში, მშვილდოსანი ისე იგრძნობს თავს ზობმებთან ბრძოლაში. მუდმივი სირბილი, ექსტრიმი, სროლა და ბეევრი სისხლი, რა უნდა იყოს ამაზე სასიამოვნო გასართობი ცხოვრებაში?!

კირჩხიბი

მისი გადარჩენა საეჭვოა. კირჩხიბს ისევ თავისი ბუნება დაღუპავს. კოჭლ ძაღლს, ბრმა კატას, ფრთამოტეხილ თუთიყუშს შეფარება არ უნდა?! ხოდა როგორ წარმოგიდგენიათ ადამიანი ამდენ არსებასთან ერთად გაიქცეს?

ლომი

ნამდვილი მეფე და მთავარსარდალი ზომბებთან ბრძოლაშიც არმიის სათავეში იქნება. ლომი აუცილებლად შექმნის რაზმს, რომელიც დაუნდობელ ბრძოლას გამოუცხადებს მტერს.

სასწორი

ზომბი აპოკალიპსს საერთოდ არ დაესწრება. ამ დროს სასწორი მალდივებზე ან სადმე უფრო მაგარ კურორტზე იქნება დროის გასატარებლად.

კომენტარები